მთავარისიახლეებიპოლიტიკაანა წითლიძეს ვახუშტი მენაბდესთან შეკითხვები, მამისა და ძმის შემდეგ, დედაზეც აქვს

ანა წითლიძეს ვახუშტი მენაბდესთან შეკითხვები, მამისა და ძმის შემდეგ, დედაზეც აქვს

Published on

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე ისევ ვახუშტი მენაბდის ოჯახის შესახებ წერს და მამისა და ძმის შემდეგ, უკვე ვახუშტი მენაბდის დედაზე ამახვილებს ყურადღებას:

“[ვახუშტი მენაბდის] დედა, მარინე თოფურია ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელია ევროკავშირის დაფინანსებით და ასევე, საბიუჯეტო დაფინანსებით ოცნებისგან” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვახუშტი მენაბდის მიერ დღეს გაკეთებული კიდევ ერთი განმარტების შემდეგ ანა წითლიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ 2024 წლის, რუსული კანონის შემდეგ, ხახუშტი მენაბდის დედამ “ქართული ოცნებისგან” დაფინანსება მიიღო.

“მოდი ასე დავიწყოთ

მამის და ძმის ბიზნესებზე მენაბდეს გუშინ დილით გაუგია.

ნეტავ დედაზე რა ხდება?

ეს 2023 წელია.

ვახუშტი მენაბდის დედა ქართულ ოცნებასთან ერთად იმყოფება ბელგიაში ოფიციალური ვიზიტით.

მარინე თოფურია ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელია ევროკავშირის დაფინანსებით და ასევე, საბიუჯეტო დაფინანსებით ოცნებისგან.

მეორე სქრინი უკვე 2024 წლისაა ანუ რუსული კანონის შემდეგ, სადაც საუბარია ოზურგეთის მერიასთან ერთობლივი პროექტის დაფინანსებაზე რის გამოც ქალბატონ მარინას სახელმწიფო დაფინანსება აქვს.

ქალბატონ მარინას ფბზე ბევრი ფოტო აქვს ქოცებთან, მაგრამ მე ვერ ვიპოვე ვერც ერთი მხარდაჭერის პოსტი სინდისის პატიმრებზე, მაგალითად მზია ამაღლობელზე.

ვახუშტი მენაბდე- იქნებ შენ დამეხმარო?”- წერს ანა წითლიძე.

სიახლეები

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო...

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...