მთავარისიახლეებიაზერბაიჯანი უკრაინას $1 მილიონის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს

აზერბაიჯანი უკრაინას $1 მილიონის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს

Published on

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც აზერბაიჯანი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 2 მილიონ დოლარს გამოყოფს.

განკარგულების მიხედვით, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ქვეყნის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2 მილიონი დოლარი გამოეყოფა, რათა უკრაინას ენერგოაღჭურვილობა გაეგზავნოს.

განკარგულება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.

“უკრაინაში ბოლო წლებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სახელმწიფომ უკრაინელი ერისთვის ჰუმანიტარული დახმარება რამდენჯერმე გამოყო.

აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და უკრაინას შორის ურთიერთობები ვითარდება მეგობრობისა და პარტნიორობის საფუძველზე, შესაბამისი ორმხრივი დოკუმენტების საფუძველზე”. – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბაქომ შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს მოხსნა განიხილოს, თუკი რუსეთი გააგრძელებს უკრაინის ბუნებრივი აირის იმ ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანას, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული გაზი მიედინება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ალიევმა ასევე მოაწერა ხელი განკარგულებას უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 1 მილიონი დოლარი გამოყოფის შესახებ.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...