მთავარისიახლეებიგიორგი შეეწირა სამშობლოს სიყვარულს და არა პიარს! - ანწუხელიძის ცოლის პასუხი წულუკიანს

გიორგი შეეწირა სამშობლოს სიყვარულს და არა პიარს! – ანწუხელიძის ცოლის პასუხი წულუკიანს

Published on

2008 წლის ომში რუსების მიერ წამებით მოკლული სამხედროს, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლი მაკა ჩიკვილაძე “ქართული ოცნების” წევრის, თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება.

მაკა ჩიკვილაძე ამბობს, რომ მისი ქმარი სამშობლოს სიყვარულს შეეწირა და არა პიარს, როგორც ამას კულტურის ყოფილი მინისტრი ამბობს.

მაკა ჩიკვილაძის განცხადებით, გიორგი ანწუხელიძე და სხვა გმირები თავის სამსობლოში ომს ვერ დაიწყებდნენ. მისი თქმით, ერთადერთი მტერი, რომელიც ამ ომს ყავს არის რუსეთი და ეს ყოველთვის ასე იყო.

ვუთხარი, რომ ფრთხილად ყოფილიყო, რომ მე მგონი ომი დაიწყო-მეთქი და გიორგიმ მითხრა, ნუ გეშინია არაფერი არ მომივაო. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი, მის შემდეგ მე მას ვეღარ დავუკავშირდი და ბოლოს უკვე, გადმოასვენეს გიორგის ცხედარი ნოემბერში, ნაწამები, აწამეს და ცოცხლად მოკლეს.

ამასთან დაკავშირებით ყველას თავისი აზრი გააჩნია, პიარი, როგორც ვიცი, ნიშნავს საზოგადოებასთან ურთიერთობას და გიორგიც თავის თანამოქალაქეებთან ურთიერთობას და ეს ბიჭები, ყველა, შინდისის გმირები, გიორგი ანწუხელიძე, აგვისტოს ომის გმირები, თუ სხვა ომის გმირები შეეწირნენ თავის სამშობლოს – თავის სამშობლოში ისინი ომს ვერ დაიწყებდნენ.

ყოველთვის ვამბობ და ვიტყვი, რომ ერთადერთი მტერი, რომელიც ამ ომს ყავს არის რუსეთი და ეს ყოველთვის ასე იყო, მარტო ამ ომზე არა,” – ამბობს, მაკა ჩიკვილაძე.

რამდენიმე კვირის წინ, თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირ, აგვისტოს ომის დროს სასტიკად მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე საუბრისას განაცხადა: „ყველა ბავშვს სჭირდება მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“.

სიახლეები

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...