მთავარისიახლეებისაქალაქო სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

დაცვის მხარემ მოსთხოვა პატიმრობის გაუქმება, თუმცა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა.

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობაში ედება ბრალი (სსკ-ის 366-ე მუხლის 2-ე ნაწილი), რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მელია 29 მაისს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. მან მოსამართლეს სასამართლო პროცესზე სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა, რის შემდეგაც პატიმრობა შეეფარდა.

სიახლეები

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...