მთავარისიახლეებიეს არაა განაჩენი, ეს არის დასჯის დემონსტრაციული აქტი-ამაღლობელის ადვოკატი

ეს არაა განაჩენი, ეს არის დასჯის დემონსტრაციული აქტი-ამაღლობელის ადვოკატი

Published on

მზია ამაღლობელის ადვოკატის მაია მწარიაშვილის თქმით, მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ გამოცხადებული განაჩენი მზია ამაღლობელის საქმეზე “დასჯის დემონსტრაციული აქტია”. ეს განცხადება მან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მაია მწარიაშვილის თქმით, მუხლის გადაკვალიფიცირება – ყველას ბრძოლის შედეგია, თუმცა, ეს არ არის სამართალი. ამ კონტექსტში ადვოკატმა სხვა პრეცედენტი გაიხსენა და ჟურნალისტებს მიუთითა, შეადარონ ყველა სხვაობა და თანხვედრა ორ საქმეს შორის და “ეს იქნება პასუხი, რატომ არის მზია სინდისის პატიმარი”.

“სინამდვილეში, ეს არის საკუთარი თავის და სახის გადარჩენის მცდელობა და სამართალთან ამას საერთო არაფერი აქვს. სინამდვილეში, ეს არის არა განაჩენი, მინდა სწორად გაიგოს საზოგადოებამ, არამედ დასჯის დემონსტრაციული აქტი. აბსოლუტურად უინტერესოა 4 წელი იქნებოდა, თუ 2 წელი, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ იმავე ქმედებაზე, რაზეც ვსაუბრობთ ამდენი ხანი. ამიტომ, სასამართლომ და სასამართლოს უკან, იცით ვისაც ვგულისხმობთ, ვინაიდან მთელი ხელისუფლება იყო ჩართული მზიას წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიაში და საქმეზე – ეს იყო მათთვის, ვითომ, სახის შენარჩუნების მცდელობა, სინამდვილეში, ამას არაფერი საერთო არ აქვს 353-ე მუხლის კვალიფიკაციასთან.

353-ე მუხლი არის წინააღმდეგობის გაწევა პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. თავდასხმა გადააკვალიფიცირეს. ეს გასაგებია, რომ ყველას ბრძოლის შედეგია, მაგრამ ეს არ არის სამართალი, აბსოლუტურად და გეტყვით, რატომ. მე წინა პროცესზე მოსამართლეს მივუთითე ერთი საქმე დეტალურად და მინდა, მედიამ ყურადღება გაამახვილოს ამ საქმეზე. ეს არის ასეთივე საქმე, სადაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა პანღური ამოარტყა პოლიციელს, ჩვენ შემთხვევაში, არის სილა. პანღური ამოარტყა იმ პოლიციელს, რომელმაც დააკავა, მიიყვანა განყოფილებაში, შემდეგ საპირფარეშოდან გამოსული პოლიციის თანამშრომელი ნახა ბრალდებულმა, დაეწია და პანღური ამოარტყა. იმ შემთხვევაში, სასამართლომ თქვა, რომ ეს არ არის თავდასხმა და იმ შემთხვევაში, დაადგინა პირობითი მსჯავრი – არც ერთი დღე პატიმრობა.

ახლა შეადარეთ ის საქმე მზიას სილის საქმეს – სხვაობა რაშია, იცით? იქ დაზარალებული იყო რიგითი პატრულ-ინსპექტორი, ამ შემთხვევაში დაზარალებულია ბათუმის პოლიციის უფროსი. იმ შემთხვევაში, პოლიციელები არ უმოწმებდნენ, რომ საჯდომი გაუწითლდა, ამ შემთხვევაში, ამოწმებდნენ, რომ ლოყა გაუწითლდა. იმ შემთხვევაში, სასამართლომ თქვა იმიტომ ვიყენებ პირობითს, რომ ერთი პანღური იყოო, ჩვენ შემთხვევაშიც ერთი პანღური იყო. ხოდა, ყველა ის სხვაობა და თანხვედრა შეადარეთ ამ ორ საქმეში და ეს იქნება პასუხი თქვენთვის, რატომ არის მზია სინდისის პატიმარი”, – თქვა მაია მწარიაშვილმა.

სიახლეები

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" "მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის" ხელმძღვანელმა ზურაბ...

რუსეთის დაზვერვის განცხადებით, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი „აგრძელებს მართლმადიდებლობაში განხეთქილების მზაკვრული ხაზის შენარჩუნებას...

ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, 26 მაისს ხალხმრავალი აქცია გაიმართება-ოპოზიციური ალიანსი

ოპოზიციის ალიანსი ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომლის სიმბოლური კულმინაცია 26 მაისს თბილისში დაგეგმილი ხალხმრავალი...

1991 წელს მიღებული რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა შეკითხვით - თანახმა ხართ...