მთავარისიახლეებიმდინარაძის კომენტარმა დაადასტურა, რომ ლაშა ცანავას დაკავება ხაბეიშვილზე პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდება-ანა წითლიძე

მდინარაძის კომენტარმა დაადასტურა, რომ ლაშა ცანავას დაკავება ხაბეიშვილზე პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდება-ანა წითლიძე

Published on

მამუკა მდინარაძის კომენტარმა ნათლად დაადასტურა, რომ ლაშა ცანავას დაკავება უკავშირდება ლევან ხაბეიშვილზე პოლიტიკურ ზეწოლას. ნებისმიერი საქმის შეთხზვას ველოდები ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ მათივე თანაგუნდელი, ლაშა ცანავას სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, ლაშა ცანავას დაკავება არის პირდაპირი გზა, რითაც ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ლევან ხაბეიშვილზე იმოქმედოს.

წითლიძის თქმით, ლაშა ცანავას აქვს პირადად მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან დიდი მხარდაჭერა.

ლაშა ცანავას საქმესთან დაკავშირებით იკვეთება პოლიტიკური მოტივი. საქმეს არაიურისტის თვალითაც რომ შეხედო, რამდენიმე კითხვა იბადება. პირველი, რატომ დააკავა სუს-მა როდესაც ეს ის საქმეა, რომელიც შსს-ს ეხება, შესაძლებელი იყო, რომ შსს ყოფილიყო დამკავებელი, მაგრამ ის რომ სუს-მა დააკავა, უკვე აჩენს ძალიან დიდ ეჭვებს.

მეორე, ლაშა ცანავასთან სუს-ის პროვოკატორის მიგზავნა ძალიან უცნაურად დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ლევან ხაბეიშვილი „ქართულ ოცნებას“ ამხელს და უქმნის ძალიან დიდი პრობლემას.

მესამე- ლაშა ცანავა, რა მომსახურებას ეწევა და ჩვეულებრივად მუშაობს, ასე მუშაობს ძალიან ბევრი ადამიანი. თქვენ რომ დღეს, იუსტიციის სახლთან მიხვიდეთ, ასეთი ბევრი ადამიანი დაგხვდებათ და კადრები, რაც სუს-მა გაავრცელა, საჯარო კადრები იყო და ცოტა ეჭვი მეპარება, რომ ქრთამის აღება შუა ქუჩაში ხდებოდეს. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია“, – განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, ლაშა ცანავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ლაშა ცანავას დაკავებასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძის განცხადებას:

მე მაქვს ეჭვი, რომ ცანავა შეიძლება არც კი თაღლითობდა და შეიძლება მართლა ალაგებდა სადღაც, წარსულში. სად ალაგებდა, მას უსაფრთხოების სამსახურების კონკრეტული ვიღაც ადამიანები შეიძლება ლობირებდნენ, ან არ ლობირებდნენ, შეიძლება ატყუებდა და მართლაც თაღლითობასთან გვქონდეს საქმე, ხომ უნდა გამოვიძიოთ, ეს არის პირველი ვერსია, რითაც ამ ადამიანს ბრალი წარედგინა. შეიძლება მართლა ალაგებდა, ეს ამყარებს იმ ვერსიას, ვისთანაც მის მეგობარს ჰქონდა კონტაქტი, ვინც მას ფულს უხდიდა, დღესაც უხდის. მთელი ამბებია, გამოსაძიებელია ეს ყველაფერი და მართლა ყველაფერს ხომ არ ვილაპარაკებ?“ – განაცხადა მდინარაძემ.

სიახლეები

ამყალბებდნენ მართვის, პირადობისა და ბინადრობის მოწმობებს – ბათუმში ორი პირი აიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...

არჩევნების ბოიკოტი და სახალხო კრების ჩატარება სწორი ნაბიჯი იყო – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ 4 ოქტომბერს სახალხო კრების ჩატარება და არჩევნების...

პირი, რომელმაც პოლიციელი ყელში დაჭრა, დაკავებულია – დაზარალებული სტაბილურადაა

პირი, რომელმაც პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა, დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ორგანიზატორებს ბრალდება წარუდგინეს

პროკურატურის ცნობით, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 4 ოქტომბრის...