მთავარისიახლეებისაზოგადოებატრაგედია ზუგდიდში: გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა

ტრაგედია ზუგდიდში: გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა

Published on

4 წლის ლაზარე თოლორაია ემსხვერპლა ტრაგედიას, რომელიც სოფელ რიყეში დატრიალდა: თვითმხილველთა ინფორმაციით, ბავშვმა ბიძამისის ეზოში მდებარე აუზის წყლით ავსება მოინდომა, წყლის მოშვების შემდეგ კი, სავარაუდოდ, ფეხი აუცურდა და აუზში გადავარდა. 

ოჯახის წევრებმა ბავშვი აუზიდან მალევე ამოიყვანეს და რუხის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გული აუმუშავეს, მაგრამ სასწრაფოდ ბათუმში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. 

ბათუმის კლინიკაში პატარა ლაზარეს გადასარჩენად ექიმების ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა – ბავშვი გარდაიცვალა. 

ტელე რადიო კომპანია ოდიში თანაგრძნობას უცხადებს ტრაგიკულად დაღუპული ლაზარე თოლორაიას ოჯახსა და ახლობლებს. 

სიახლეები

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...