მთავარისიახლეებირუსული სამთავრობო მედია სტატიას აქვეყნებს სათაურით: "უკრაინაში ცოცხალი არავინ უნდა დარჩეს"

რუსული სამთავრობო მედია სტატიას აქვეყნებს სათაურით: “უკრაინაში ცოცხალი არავინ უნდა დარჩეს”

Published on

რუსეთის სამთავრობო მედია РИА Новости სტატიას აქვეყნებს სათაურით: “სხვა გზა არაა: უკრაინაში ცოცხალი არავინ უნდა დარჩეს”.

სტატიის ავტორი, კირილ სტრელნიკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელები მზად არიან საკუთარი სიცოცხლე “დასავლელი ბატონებისთვის” გაწირონ, რომლებიც მათ “ლაბორატორიის ვირთხებად” აღიქვამენ.

“გამოფხიზლების ყველა ვადა უკვე გასულია და ჩვენ ვინმეს რამისკენ მოწოდებასა და დარწმუნებას აღარ ვაპირებთ. თუ ადამიანები შეგნებულად და სიხარულით მზად არიან თავიანთი ბატონებისთვის მოკვდნენ – ეს მათი არჩევანია” – წერს სტრელნიკოვი.

ავტორი ტრადიციულ რუსულ პროპაგანდას იმეორებს და აღნიშნავს, რომ უკრაინა დასავლური ქვეყნების მიერ “სამხედრო ექსპერიმენტისთვის” გამოიყენება.

სტრელნიკოვი ასევე დასავლურ ანალიტიკურ ცენტრებსაც აკრიტიკებს, რომლებიც ბრძოლის ველზე უკრაინული ძალების მიღწევებს აღიარებენ.

სიახლეები

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...