მთავარისიახლეებიინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

Published on

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში, თუმცა სასურველი არ არის წყალი მაცივარში შევინახოთ იმ პლასტმასის ბოთლებით, რომლებიც ერთჯერადი ხმარებისთვისაა განკუთვნილი.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში კარგი გამოსავალია, მაცივარში წყლის შენახვა შუშის ბოთლებით.

სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში. ზოგჯერ ყინავენ კიდეც. სასურველი არ არის წყალი მაცივარში შევინახოთ იმ პლასტმასის ბოთლებით, რომლებიც ერთჯერადი ხმარებისთვისაა განკუთვნილი (წყლის, გაზიანი სასმელების ბოთლები), განსაკუთრებით არასწორია წლის გაყინვა ამ ბოთლებით.
პლასტმასის ერთჯერადი ბოთლების მავნებლობა გარდა ქიმიური ნივთიერებებისა იმითაც არის განპირობებული, რომ მათი ბოლომდე კარგად გარეცხვა შეუძლებელია და ნაპრალებში ბაქტერიების დარჩენის და გამრავლების რისკია. პლასტმასის ბოთლი განსაკუთრებით ზიანდება გაყინვისას.

აქვე სიტყვამ მოიტანა და არ შემიძლია არ ვახსენო ის საშინელი პრაქტიკა, რასაც ამ სიცხეში ხშირად ვხედავთ – მზის გულზე დალაგებული წყლის და გაზიანი სასმელების ბოთლები.

ისევ წყლის გაცივებას რომ დავუბრუნდეთ, კარგი გამოსავალია მაცივარში წყლის შენახვა შუშის ბოთლებით ან სხვა თავდახურული შუშის ჭურჭლით,” – წერს მაია ბუწაშვილი.

სიახლეები

ამყალბებდნენ მართვის, პირადობისა და ბინადრობის მოწმობებს – ბათუმში ორი პირი აიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...

არჩევნების ბოიკოტი და სახალხო კრების ჩატარება სწორი ნაბიჯი იყო – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ 4 ოქტომბერს სახალხო კრების ჩატარება და არჩევნების...

პირი, რომელმაც პოლიციელი ყელში დაჭრა, დაკავებულია – დაზარალებული სტაბილურადაა

პირი, რომელმაც პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა, დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ორგანიზატორებს ბრალდება წარუდგინეს

პროკურატურის ცნობით, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 4 ოქტომბრის...