მთავარისიახლეებიმსოფლიონიუ-იორკში ტერორისტმა 4 ადამიანი მოკლა და თავი მოიკლა

ნიუ-იორკში ტერორისტმა 4 ადამიანი მოკლა და თავი მოიკლა

Published on

ნიუ-იორკში შეიარაღებულმა პირმა ოთხი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ ცათამბჯენში გახსნა, რის შედეგადაც, სამი სამოქალაქო პირი და ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიღუპა.

ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა ჯესიკა ტიშმა განაცხადა, რომ სავარაუდო თავდამსხმელი 27 წლის შეინ დევონ ტამურაა, რომელიც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მის მიერვე განხორციელებული სროლის შედეგად მიყენებული დაზიანებით გარდაიცვალა.

ტიშის ცნობით, ეჭვმიტანილი ლას-ვეგასში ცხოვრობდა და ნიუ-იორკში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ავტომობილით ჩავიდა.

„მას ფსიქიკური ჯანმრთელობის ისტორია ჰქონდა. მოტივზე გამოძიება მიმდინარებს და ვცდილობთ გავიგოთ, თუ რატომ აირჩია მან ეს კონკრეტული ადგილი“, – განაცხადა ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...