მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუსული Су-27УБ ავიაგამანადგურებელი ავაფეთქეთ - ГУР

რუსული Су-27УБ ავიაგამანადგურებელი ავაფეთქეთ – ГУР

Published on

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР)იტყობინება, რომ 26 ივლისის ღამით რუსეთში კრასნოდარის მხარეში მდებარე აეროდრომ არმავირზე Су-27УБ ტიპის სასწავლო-საწვრთნელი ავიაგამანადგურებელი განადგურდა, რომელიც რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს ეკუთვნოდა.

ადგილობრივი მცხოვრებების ინფორმაციით, აეროდრომზე აფეთქებისა და ხანძრის შემდეგ მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში წვდომა გაწყდა.

აეროდრომი არმავირი ძირითადად რუსეთში კრასნოდარის უმაღლესი სამხედრო საავიაციო სასწავლებლის კურსანტების საწვრთნელად გამოიყენება.

“რუსეთის შიგნით კრემლის რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იზრდება” და “უკრაინელი ხალხის წინაშე ყველა დანაშაული საკადრისად დაისჯება”, – ნათქვამია უკრაინის დაზვერვის სამმართველოს განცხადებაში.

სიახლეები

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...

ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების...