მთავარისიახლეებიგაუმართავ ავტომობილებზე ტექინსპექტირების დადებითი დასკვნების გაცემისთვის 2 კაცი დააკავეს

გაუმართავ ავტომობილებზე ტექინსპექტირების დადებითი დასკვნების გაცემისთვის 2 კაცი დააკავეს

Published on

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მუშაობდა მარნეულში მდებარე ერთ-ერთი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორის თანამდებობაზე და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ევალებოდა სატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩატარება.

ბრალდებულმა, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე გასცა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში. აღნიშნულის სანაცვლოდ, ოფიციალურად დაწესებული გადასახადის გარდა, მოქალაქისაგან მოითხოვა და აიღო ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ ტექინსპექტირების ცენტრში, გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე, სისტემატურად ხდებოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიშების გაცემა, რასთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...