მთავარისიახლეებისაბა სხვიტარიძეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება მოუხსნეს

საბა სხვიტარიძეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება მოუხსნეს

Published on

რეჟიმის პატიმარს, საბა სხვიტარიძეს, ბრალი გადაუკვალიფიცირდა.

საბა სხვიტარიძე სისხლის სამართლის წესით 5 დეკემბერს დააკავეს. სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს და 7-11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღევანდელ სხდომაზე საბა სხვიტარიძეს ბრალი გადაუკვალიფიცირეს 353 მუხლის მეორე ნაწილიდან 120 მუხლის პირველი ნაწილით. სრულიად ამოვარდა ბრალიდან პოლიციელზე თავდასხმის ნაწილი. პროკურატურამ აღიარა, რომ საბა სხვიტარიძემ არ იცოდა, რომ მირიან ქავთარაძე პოლიციელი იყო.

სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს:

“ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.”

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა.

შემდეგი სხდომა 26 აგვისტოს, 11 საათზე გაიმართება.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....