მთავარისიახლეებიუვიზოს შეჩერების საფრთხე - ოქტომბერში საქართველოსთვის გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება

უვიზოს შეჩერების საფრთხე – ოქტომბერში საქართველოსთვის გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება

Published on

ევროკავშირი საქართველოზე მკაცრად საუბრობს, თუმცა რბილად მოქმედებს – ამ სათაურით ვრცელ სტატიას “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს. ჟურნალისტი დეტალურად მიმოიხილავს, როგორია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების განწყობა საქართველოს მიმართ და როგორ გადადის ბრიუსელი მკაცრი რიტორიკიდან, ხშირ შემთხვევაში, გადადების პოლიტიკაზე.

მისი ცნობით, 29-30 აგვისტოს ევროპელი მინისტრები დანიაში შეიკრიბებიან არაფორმალურ ფორმატში, სადაც შეაჯამებენ, როგორ უპასუხა საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიის მიერ ივლისში გაგზავნილ წერილში წარმოდგენილ რვა მოთხოვნას. მინისტრები მოამზადებენ ერთგვარ შუალედურ შეფასებას, რომელიც შემდეგ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განხილვის საფუძველი გახდება. საბოლოო, ოფიციალური გადაწყვეტილება საქართველოს საკითხზე 20 ოქტომბერს იქნება მიღებული – სწორედ ამ დღისთვის არის ჩანიშნული ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სრული სესია.

საუბარია უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე, რაც ევროკომისიის წერილში მკაფიოდ ფორმულირებულია: თუ საქართველომ აგვისტოს ბოლომდე არ გააუქმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონი, ასევე არ შეაჩერა “ოჯახური ღირებულებების” კანონპროექტი და არ დააკმაყოფილა სხვა რეკომენდაციები, ბრიუსელმა შესაძლოა ამოქმედოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი.

რიკარდ იოზვიაკი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სანქციები ან აქტიური ზომები არ განიხილება – უნგრეთმა და სლოვაკეთმა ისინი თავიდანვე დაბლოკეს. ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც 15 ივლისს გაიმართა, სანქციებზე საუბარი მხოლოდ ზედაპირულად მოხდა, რადგან გადაწყვეტილებისთვის ერთსულოვნებაა საჭირო, რაც აშკარად ვერ იქნა მიღწეული.

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ამ მექანიზმის ამოქმედება არ მოითხოვს ერთსულოვნებას – საკმარისია ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობა. იოზვიაკის თანახმად, მსგავსი უმრავლესობა შესაძლოა გამოიკვეთოს, თუმცა დაახლოებით რვა წევრი ქვეყანა, მათ შორის იტალია, მიიჩნევს, რომ ეს ზომა მოსახლეობას დააზიანებს და არა ხელისუფლებას, შესაბამისად – არაპროპორციულია.

ევროკომისიის საბოლოო წერილში ქართულ მხარეს სთხოვენ, აგვისტოს ბოლომდე განაახლოს ინფორმაცია შესრულებული რეკომენდაციების შესახებ. თუმცა, როგორც იოზვიაკი აღნიშნავს, არც საქართველოს პარლამენტი და არც ევროკავშირი აგვისტოში აქტიურად არ ფუნქციონირებენ, რაც ამ ვადას უფრო სიმბოლურს ხდის, ვიდრე რეალურს.

საბოლოოდ, ევროკავშირის მოქმედება, თუნდაც მკაცრი რიტორიკის ფონზე, კვლავაც რჩება ფრთხილი და ხშირ შემთხვევაში გადავადებული. ევროკავშირი არ ჩქარობს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს კონსენსუსი და გადაწყვეტილებები შესაძლოა უფრო მეტად პოლიტიკურ, ვიდრე პრინციპულ საფუძველზე მიიღონ.

სიახლეები

გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება

გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება - სწორედ 25 ივლისს ისარგებლებს საბოლოო სიტყვით...

წილოსანი- “საზღვარგარეთ მომუშავე მოქალაქეებს გასამმაგებულ ეკონომიკას ვთავაზობთ”

ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ რაც თქვა ირაკლი კობახიძემ, სწორად გაიგო. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ...

სტრასბურგის სასამართლო ამაღლობელის საქმეზე ოცნებისთვის დასმულ კითხვებს ავრცელებს

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო (ECHR) ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით დასმულ...

ელენე ხოშტარიას და “დროას” ანგარიშები დააყადაღეს

ელენე ხოშტარიას და "დროას" ანგარიშები დააყადაღეს. ამის შესახებ ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. დამაყადაღენ. მეც...