მთავარისიახლეებისტრასბურგის სასამართლო ამაღლობელის საქმეზე ოცნებისთვის დასმულ კითხვებს ავრცელებს

სტრასბურგის სასამართლო ამაღლობელის საქმეზე ოცნებისთვის დასმულ კითხვებს ავრცელებს

Published on

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო (ECHR) ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ავრცელებს, რომლებსაც ქართულმა ოცნებამ უნდა უპასუხოს.

ECHR-ის კითხვები სასამართლოს ვებგვერდზე სარჩელში არის ატვირთული.

კითხვები წინასწარი პატიმრობის დასაბუთებასა და კანონიერებას, ასევე სამართლებრივი დაცვის ეფექტურ საშუალებებზე წვდომას ეხება.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთი კითხვა ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას, რაც არალეგიტიმური მიზნით უფლებების შეზღუდვას, ამ შემთხვევაში, თავისუფლების შეზღუდვას, გულისხმობს.

“1. შეეზღუდა თუ არა მოსარჩელეს თავისუფლება კონვენციის მეხუთე მუხლის დარღვევით? კერძოდ, შეესაბამებოდა თუ არა მისი დაკავება მეხუთე მუხლის პირველი სექციის C ნაწილს იმ მხრივ, რომ გამართლებული იყო და გონივრულ ეჭვს ეფუძნებოდა? […]

2. წარადგინეს თუ არა ადგილობრივმა სასამართლოებმა რელევანტური და საკმარისი მიზეზები მოსარჩელის თავდაპირველი და გახანგრძლივებული წინასწარი პატიმრობისთვის, რასაც კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე სექცია მოითხოვს? […]

3. ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს წვდომა ეფექტურ პროცედურაზე, რომლითაც მისი დაპატიმრების კანონიერების გასაჩივრება შეეძლებოდა, რასაც მეხუთე მუხლის მეოთხე სექცია ითხოვს? […]

4. მოცემულ საქმეში დაირღვა თუ არა მოსარჩელის უფლება, მოაზრებული იყოს უდანაშაულოდ, რასაც კონვენციის მეექვსე მუხლის მეორე სექცია უზრუნველყოფს, კერძოდ საქმის მოსამართლის მხრიდან მოსარჩელის წინააღმდეგ პარალელურად მიმდინარე ადმინისტრაციული საქმეების შესახებ განსჯის თვალსაზრისით? […]

5. მოხდა თუ არა მოსარჩელის კონვენციის მერვე მუხლის პირველი სექციით და მეათე მუხლის პირველი სექციით გათვალისწინებული უფლებებში ჩარევა მისი მობილური ტელეფონის ჩამორთმევისა და ჩხრეკის დროს? თუ დიახ, შეესაბამებოდა თუ არა ეს ჩარევა კონვენციის მერვე მუხლის მეორე სექციასა და მეათე მუხლის მეორე სექციაში გაწერილ წინაპირობებს?

6. ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს წვდომა კონვენციის მერვე და მეათე მუხლთან დაკავშირებით მისი საჩივრისთვის სამართლებრივი დაცვის ეფექტურ საშუალებებზე, რასაც მეცამეტე მუხლი მოითხოვს?

7. გამოყენებული იყო თუ არა ამ საქმეში სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც სავარაუდოდ მეხუთე მუხლის შესაბამისი იყო, ისეთი მიზნისთვის, რომელსაც აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს, რაც კონვენციის მეთვრამეტე მუხლის დარღვევაა?” – წერია სარჩელში.

მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

სიახლეები

გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება

გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება - სწორედ 25 ივლისს ისარგებლებს საბოლოო სიტყვით...

წილოსანი- “საზღვარგარეთ მომუშავე მოქალაქეებს გასამმაგებულ ეკონომიკას ვთავაზობთ”

ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ რაც თქვა ირაკლი კობახიძემ, სწორად გაიგო. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ...

ელენე ხოშტარიას და “დროას” ანგარიშები დააყადაღეს

ელენე ხოშტარიას და "დროას" ანგარიშები დააყადაღეს. ამის შესახებ ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. დამაყადაღენ. მეც...

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 23 ივლისს გაიმართება-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 23 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ...