მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინელებმა რუსეთის ქალაქებს, მათ შორის, მოსკოვს შეუტიეს

უკრაინელებმა რუსეთის ქალაქებს, მათ შორის, მოსკოვს შეუტიეს

Published on

21 ივლისს შუაღამის შემდეგ, დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ტელეგრამ-არხით პერიოდულად ვრცელდებოდა ცნობები დრონების „ჩამოგდების“ და „ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილზე სპეციალისტების მუშაობის“ შესახებ.

რუსული მედიასაშუალებების ცნობით, უკრაინული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენამ ერთ-ერთ სახლში ხანძარი გამოიწვია.

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო დროებით დახურეს მოსკოვის შერემეტიევოს, ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვის აეროპორტები.

რუსეთის როსტოვის ოლქში, კამენოლომნის სადგურზე უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა მატარებლებლების მოძრაობის განრიგის დარღვევა გამოიწვია, – ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როსტოვის ოლქში, კამენოლომნის სადგურზე ინფრასტრუქტურულ ობიექტზე უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად სახანძრო ეკიპაჟი გამოიყენეს“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციის გამო, 26 სამგზავრო მატარებლის მოძრაობა შეფერხდა.

სიახლეები

უცხოელებს ტაქსისტებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა 1 მარტიდან შეეზღუდებათ

ქართული ოცნების დადგენილების მიხედვით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და...

ოკამში სპეცრაზმი შეიყვანეს კაცის დასაკავებლად, რომელმაც პოლიციელს ესროლა

ოკამში დააკავეს კაცი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევა...

ბათუმის კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოსჭრა

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა და მის მოკვლას...

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, გააძლიერეთ ლოცვა – ილია მეორე

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს...