მთავარისიახლეებითვითმკვლელობის მცდელობამდე თორნიკე რიჟვაძემ წერილი დატოვა

თვითმკვლელობის მცდელობამდე თორნიკე რიჟვაძემ წერილი დატოვა

Published on

პრაიმტაიმის“ მტკიცებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა.

გამოცემა ირწმუნება, რომ წერილი მის ტანსაცმელში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა.

სამთავრობო მედიის მტკიცებით, რიჟვაძე აქცენტს რამდენიმე საკითხზე აკეთებს, მათ შორის წერს, რომ “რიჟვაძეს კორუფციას და “ბარიგების” მფარველობას აბრალებდნენ.“

აჭარის მთავრობის ყოფილი თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ დაიცვან მისი ოჯახი.

რიჟვაძე წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ყველა მისი თანამშრომელი და გარემოცვის წევრი უდანაშაულოა და ყველა “მისი დავალებით მოქმედებდა”. მადლიერებით და პოზიტიურად საუბრობს ალექსანდრე ახვლედიანზე, რომლიც იარაღითაც მან თვითმკვლელობა სცადა“,-წერს გამოცემა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სიახლეები

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, 30 ივნისის ღამის 04:00 საათზე დედაქალაქზე დრონებით შეტევა დაიწყო,...

მიხეილ ყაველაშვილი თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზეა მიწვეული

მიხეილ ყაველაშვილს თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზე ელოდებიან - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო...

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...