მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მთავრობის მესენჯერი" აიყვანეს - რიჟვაძის საქმეზე ალექს ახვლედიანია დაკავებული

“მთავრობის მესენჯერი” აიყვანეს – რიჟვაძის საქმეზე ალექს ახვლედიანია დაკავებული

Published on

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსიდან“, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგოამრეობა ამ დრომდე მძიმეა.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ყოფილი მაღალჩინოსნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, თორნიკე რიჟვაძეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უკვე ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული.

თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

ცნობილია, რომ ალექსი ახვლედიანი ოცნებასთან დაახლოებული პირია, რომელიც მრავალი წელია ხელისუფლების შუამავლის როლს ასრულებს – კონსპირაციულ შეხვედრებზე სწორედ ის გადასცემს ადრესატებს ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს

სიახლეები

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, 30 ივნისის ღამის 04:00 საათზე დედაქალაქზე დრონებით შეტევა დაიწყო,...

მიხეილ ყაველაშვილი თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზეა მიწვეული

მიხეილ ყაველაშვილს თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზე ელოდებიან - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო...

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...