მთავარისიახლეებიაქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების შემდეგ, დაკავებები ახლა დიდ ბიზნესზე გადადის-ზურაბიშვილი

აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების შემდეგ, დაკავებები ახლა დიდ ბიზნესზე გადადის-ზურაბიშვილი

Published on

ტერორი საქართველოში – ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის, იგივე “ზარალას“ დაკავებას.

“აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების შემდეგ, დაკავებები ახლა დიდ ბიზნესზე გადადის!“,-წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

დღევანდელი, უახლესი საქმე გიორგი რამიშვილის, მთავარი ინტერნეტ ქსელის მფლობელის, Euronews Georgia-ს დამფუძნებლისა და დონალდ ტრამპის ძველი ბიზნესპარტნიორის საქმეა!”, – წერს ზურაბიშვილი.

ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე „ზარალა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბიზნესმენის ხელბარგის სკანირებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები აღმოუჩინეს.

მათივე ცნობით, იარაღი რეგისტრირებული იყო, თუმცა რამიშვილს მისი ტარების უფლება არ გააჩნდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს

სიახლეები

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, 30 ივნისის ღამის 04:00 საათზე დედაქალაქზე დრონებით შეტევა დაიწყო,...

მიხეილ ყაველაშვილი თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზეა მიწვეული

მიხეილ ყაველაშვილს თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზე ელოდებიან - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო...

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...