“4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ” – ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა სინდისის პატიმარმა, საბა ჯიქიას ფურცელზე, რომელიც მთელი სხდომის განმავლობაში ხელში ეჭირა.
მედიისთვის დაწესებული აკრაძალვების გამო, დღეს ჟურნალისტებმა პროცესზე ამის გადაღება ვერ შეძლეს, მეტიც, შვილისთვის ფოტოს გადაღების გამო, ლამის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს საბა ჯიქიას დედაც.
სინდისის პატიმარი, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, დღეს ელოდა, რომ მის საქმეზე დღეს მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებდა, თუმცა თამარ მჭედლიშვილმა განაჩენის გამოცხადება 10 ივლისისთვის გადადო.
ფოტო: “პუბლიკა”