მთავარისიახლეებისაზოგადოებასინდისის პატიმრების პროცესს დღეს მედია ვერ გადაიღებს

სინდისის პატიმრების პროცესს დღეს მედია ვერ გადაიღებს

Published on

დღეს, 2 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება სინდისის პატიმრების: ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძისა და ინსაფ ალიევის საქმე. პროცესი ამჯერადაც მედიის მიერ მისი გარეშე უნდა ჩატარდეს.

რეზონანსული საქმეების გადაღების უფლებას TV პირველი ახალი კანონით ითხოვს, მაგრამ იუსტიციის საბჭო ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს და ნებართვას არ გასცემს. არაფერს ამბობენ საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურშიც.

ეს მაშინ, როცა “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ახლი კანონით უფლებამოსილ პირს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გადაღების ვალდებულება აქვს.

სინდისის პატიმრების ადვოკატები, რომლებიც “პირველებმა” სასამართლოს ეზოს გარეთ ჩაწერა, აცხადებენ, რომ მოსამართლის წინაშე შუამდგომლობას დააყენებენ, სხდომები იქამდე გადაიდოს, ვიდრე იუსტიციის საბჭო არ აიღებს პასუხისმგებლობას და სასამართლო სხდომები საჯარო არ იქნება:

ყოველი მათი (პროკურატურის მოწმეების) დაკითხვის დროს მჟღავნდება და დასტურდება, რომ ისინი ცრუ მოწმეები არიან. ბრალდებულ ვეფხია კასრაძის მოთხოვნაა, მისი სასამართლო პროცესი იყოს საჯარო და არ არსებობს არანაირი კანონით გათვალისინებული გარემოება, რომ აღნიშნული სხდომა დახურული იყოს. შესაბამისად, სხდომის დასურვასთან დაკავშირებით ახალი კანონი, რომელიც ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით მიიღო, მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ხელისუფლებას და პროკურატურას არ უნდათ, საზოგადოებამ იხილოს ის ცრუ მოწმეები, ის ტყუილი და ის არასწორი ინფორმაციები, რომელსაც მათი მხრიდან ყოველი პოცესის განხილვისას აქცს “- ამბობს ადვოკატი არჩილ ჭავჭანიძე.

კიდევ ერთი ადვოკატის, შოთა თუთბერიძის შეფასებით, “ოცნებამ” ის ერთადერთი დისკომფორტიც გააქრო, რომელიც სხდომაზე მიყვანილ მისი თქმით, ე.წ. ცრუ მოწმეებს ექმნებოდათ, როცა მათ ჩვენებას ჟურნალისტები კამერით იღებდნენ და ავრცელებდნენ.

“მათ მოინდომეს, მათი ბოროტი საქმეები სიბნელეში აკეთონ”- ამბობს უფლებადამცველი.

თუთბერიძე არ გამორიცხავს იმასაც, რომ ჟურნალისტებს, პროცესის დაწყებამდე მობილური ტელეფონები გამოართვან.

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...