2 ივლისის დილის საათებში, რუსეთის მიერ ქალაქ ხერსონის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ინფომაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია Telegram-ზე ავრცელებს.
დაახლოებით 04:00 საათზე ოკუპანტებმა ხერსონის კორაბელნის რაიონი დაბომბეს. დაშავდა მიიღო 52 წლის მამაკაცმა, – წერს ადგილობრივი ხელისუფლება.
დაშავებულმა ჭრილობები აფეთქების ედეგადმიიღო, აღენიშნება ხელის ძვლის მოტეხილობა. მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ასევე ცნობილია, რომ 1 ივლისის გვიან საღამოს, რუსეთის არმიამ ხერსონში მდებარე საავადმყოფო დაბომბა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა.