მთავარისიახლეებისასამართლომ ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა,და 2 წლით თანამდებობის დაკავება...

სასამართლომ ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა,და 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

Published on

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალა – გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოიტანა.

იგივე საქმეზე, 27 ივნისს 8 თვით პატიმრობა მიესაჯა კოალიციის კიდევ ერთ ლიდერს, ნიკა მელიას. ასევე 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს გივი თარგამაძეს.

24 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ვაშაძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

23 ივნისს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა ლელოს ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს 23 ივნისს 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ამასთან ერთად, აუკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება – გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.

ჯაფარიძე და ხაზარაძე პოლიციამ პარტიის ოფისში დააკავა.

ასევე 23 ივნისს იგივე ბრალდებით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო 17 აპრილს შეეფარდა. მას გირაოს გადახდისთვის 50-დღიანი ვადა მისცეს, რომელიც 7 ივნისს ამოიწურა. გვარამიამ გირაო არ გადაიხადა.

ამის შემდეგ, გვარამიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ შეუცვალა. ის 13 ივნისს დააკავეს.

30 ივნისს ცნობილი გახდა, რომ წულუკიანის კომისია გვარამიას, ხაზარაძის და ვაშაძის საქმეს პროკურატურას ხელმეორედ გადასცემს.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...