მთავარისიახლეებიპოლიტიკა"საჭიროა იუსტიციის საბჭოს ნებართვა" - მედიას ჩასაწერად სასამართლოს ეზოში აღარ უშვებენ

“საჭიროა იუსტიციის საბჭოს ნებართვა” – მედიას ჩასაწერად სასამართლოს ეზოში აღარ უშვებენ

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიის წარმომადგენლები კამერებით არ შეუშვეს, ასევე შეზღუდეს ტელეფონებით გადაღება ეზოშიც. ჟურნალისტები სინდისის პატიმრების პროცესის ვიდეოგადაღებას ვერ ახერხებენ. ს

ხდომებზე მედიას მხოლოდ მოსამართლის ნებართვის შემთხვევაში დაუშვებენ. განცხადებები ჟურნალისტებს დაწერილი აქვთ, მაგრამ საბჭო კავშირზე ამ დრომდე არ გამოდის. მათ რესპოდენტების ჩაწერა სასამართლოს ეზოს გარეთ უწევთ. 

მათ განუმარტეს, რომ საჭიროა სპეციალური ნებართვა იუსტიციის საბჭოსგან.

შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს ძალაში შევიდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სასამართლოში მედიის მუშაობა მნიშვნელოვნად იზღუდება. ცვლილების მიხედვით, ყოველი კონკრეტული პროცესის წინ მედიის სხდომაზე დაშვების ნებართვას იუსტიციის საბჭო გასცემს.

სიახლეები

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...