მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ 29 ივნისს, 19:00-ზე, პარლამენტის წინ? - ქეთი მოლაშვილის სტატუსი

რატომ 29 ივნისს, 19:00-ზე, პარლამენტის წინ? – ქეთი მოლაშვილის სტატუსი

Published on

სამოქალაქო აქტივისტი და პროტესტის მონაწილე ქეთი მოლაშვილი აქვეყნებს სტატუსს, სადაც დაწვრილებით აღწერს, რატომ არის საჭირო 29 ივნისს, პარლამენტის წინ გასვლა. ის საქართველოში არსებული მდგომარეობის განხილვამდე ბელარუსში მომხდარ ამბებს მიმოხილავს და საქართველოსთან მიმართებაში აანალიზებს:

“ეს ფოტო, 5 წლის წინ, ბელარუსშია გადაღებული, მაშინ, როცა ოპოზიციის ლიდერი ყველა კაცი, ციხეში ჩასვეს, ქალებმა აიღეს თავის თავზე ქვეყნისთვის ბრძოლა და საბოლოოდ, არჩევნებზე უდიდესი გამარჯვებაც მოიპოვეს.

მაგრამ ყველას გავხსოვს, ამ დიდი გამარჯვების მიუხედავად, იმავე ღამეს გამოვიდა გამარჯვებული კანდიდატი და შანტაჟის, ზეწოლისა და მუქარის ქვეშ განაცხადა, რომ უნდა ბედს შეეგუონ, რომ სხვა გზა არაა და იმავე დღეს, გამარჯვებული კანდიდატი, საზღვრამდე მიაცილეს სპეცსამსახურებმა.

ჰოდა რატომ ვწერ ახლა ამ პოსტს,
იმიტომ, რომ რუსეთის ხელწერა ყველგა ერთია,
ყველგან..
როცა ეს ფოტოა გადაღებული,
ამ დროს სულ 3 ოპოზიციური პარტია იყო ბელარუსიაში, აქედან 2-ის ლიდერი უკვე ციხეში იჯდა და 1 ქვეყნიდან იყო გაქცეული,
გეცნობათ სიტუაცია?

ჰო, რომ ნახეს ბელარუსიაში, რომ კაცებს აპატიმრებდნენ იჭერდნენ,
‘უგვარებდნენ’,
ადგნენ და თავად ქალებმა დაიწყეს ბრძოლა,
ქალი ლიდერები გაერთიანდნენ,
საერთო კანდიდატი დააყენეს,
დაიწყეს ბრძოლა.
იბრძოლეს, გაიმარჯვეს,
მაგრამ ლუკაშენკომ არ დათმო ძალაუფლება.
უბრალოდ არ დათმო და ვსო.

სამი ლიდერი ქალიდან, ერთ-ერთმა, სწორედ სვეტლანა ციხანოვსკაიამ დაამარცხა არჩევნებში ლუკაშენკო.
ქალმა!
ლუკაშენკოს შეელახა თავმოყვარეობა.
აჰ, გავიხსენოთ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი, ლამაზ ქალებს ეტრფოდა მხოლოდ, თანამდებობებს ლამაზ ქალებს ურიგებდა და ალაპარაკებდა,
‘ჰარამხანაშიც’ ლამაზი ქალები ჰყავდა. ესტეთიკურად რომ ლამაზი ყოფილიყო მისი გარემოცვა, მხოლოდ იმიტომ.

მოკლედ, ქალებმა იბრძოლეს,
ქალებმა გაიმარჯვეს
და ამ გამარჯვებული ქალებიდან,
ყველა გააქციეს საზღვარგარეთ,
ვინც ვერ გააქციეს, ციხეში ჰყავთ
თან როგორ იცით?
მაგალითად მარია კოლესნიკოვა დარჩა ბელარუსში, არსად არ წავალო,
მერე დაანონსა, ახალ პოლიტიკურ პარტიას ვაფუძნებო
და გაიტაცეს,
უკრაინის საზღვარზე მიჰყავდათ და დეპორტაციას უკეთებდნენ საკუთარი ქვეყნიდან,
მარიამ რა ქნა იცით?
პასპორტი დახია
რომ ვერ დაედეპორტებინათ,
მას შემდეგ, ციხეში ჰყავთ,
გადატრიალების ბრალდებით..

ქალები აწამეს, დაალურჯეს, დაასნეულეს
და კადრები რომ გავრცელდა, ლუკაშენკომ რა თქვა იცით?
ეგაო ლურჯი ფლომასტერებით გაილურჯეს უკანალებიც კიო, სკანდალი უნდოდათ და იმიტომო.
ჰო, აი ასე..

და სად იყო ევროპა?
მოდით ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში ევროპამ
ვერ გააკეთა თავის მაქსიმუმი,
სანქციები არ მუშაობს,
როცა ჩინეთი-ირანი-რუსეთი არის,
საქართველოსნაირი ქვეყნები ეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას სანქციების თავიდან არიდებაში,
ვერ იმუშავა სანქციებმაო,
ბელარუსი ქალები მიყვებოდნენ წინა დღეებში.

კიდევ რას მიყვებოდნენ იცით?
წლებია საკუთარ ქვეყანაში ვეღარ ბრუნდებიან.
მე საკუთარი ქვეყნიდან იძულებით დევნილი ვარო,
ერთ დღეს მომიწია ქვეყნის დატოვება
ჩემს შვილებთან ერთად, ისე, რომ სახლში მისვლაც ვერ მოვასწარი და ერთი ნივთიც კი ვერ ავიღეო.

მილიონობით ბელარუსის მოქალაქემ დატოვა ქვეყანა,
ახლა როგორ ცხოვრობენ მეთქი
და უჭირთ ძალიანო,
მაგრამ ჩვენ სოფლის მეურნეობას ვაწარმოებთ,
ყველას ბოსტანი აქვს და თავი გააქვთ,
არსებობენო.
ახალგაზრდები აღარ არიან,
მხოლოდ ხანდაზმული ხალხი დარჩა
და გაუსაძლისი მდგომარეობაა,
მაგრამ ამ ხალხს ახსოვა უფრო გაჭირვების წლები და უძლებენო.

ჰო, ამ დღეებში მე ვნახე ბელარუსები,
რომლებიც აღარ იცინიან,
მე ვნახე იძულებით ემიგრანტები,
რომელთა სახეებზე დიდი დამღაა აღბეჭდილი,
მე ვნახე ხალხი,
რომელმაც გაიმარჯვა,
მაგრამ რეჟიმმა წაართვა ეს გამარჯვება,
მე ვნახე უკვე ყველაფერზე ხელჩაქნეული ბელარუსები.

რუსული ხელწერა საქართველოსა და ბელარუსში ერთნაირად ვერ იმუშავებს,
ჩვენ ანბანიც კი ჩვენი გვაქვს,
ჩვენ ის ხალხი ვართ,
დამწერლობის გამო,
ენის გამო რომ ვებრძოლეთ საბჭოთა კავშირს და რომ გავიმარჯვეთ,
რაც უფრო ღიად გარუსდება რეჟიმი,
მით მეტი უკმაყოფილო ეყოლება რიგით ქართველებში,
იმიტო, რომ
ბელარუსიასა და რუსეთს ბევრი აქვს საერთო და ჩვენ არაფერი!
აი საერთოდ არაფერი
და თუ ერთად ყოფნაა საჭირო,
დღეს ის დღეა!
დღეს ის დღეა,
ძალა რომ ერთობაშია,
ეგ რომ უნდა ვაჩვენოთ
და რომ უნდა ვთქვათ,
რომ სისხლით მოპოვებულ ძალაუფლებას,
არასოდეს დავთმობთ
და რომ საქართველო არის ქვეყანა,
სადაც ამაყი, მებრძოლი, დამოუკიდებელი ხალხია,
ქვეყანაა, სადაც რუსული ხელწერა არ მუშაობს,
ჰოდა
ჰო, სწორედ ამიტომ,
19:00 საათზე, პარლამენტთან”, – წერს ქეთი მოლაშვილი.

სიახლეები

ვანო ნადირაძეს დღეს დაკრძალავენ

ომის ვეტერანს, უკრაინის სპეციალური ოპერაციული ძალების ქართული ჯგუფის ხელმძღვანელს და ვიცე-პოლკოვნიკს ვანო ნადირაძეს დღეს...

სასამართლომ ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა,და 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა...

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...