მთავარისიახლეებისასამართლო პროცესების ფოტო/ვიდეო გადაღებაზე გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს

სასამართლო პროცესების ფოტო/ვიდეო გადაღებაზე გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს

Published on

სასამართლოში მედიის შეზღუდვაზე კანონპროექტს “ოცნება” ისევ ცვლის – დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაირკვა, რომ მოსამართლის ნაცვლად, სასამართლო პროცესების ფოტო/ ვიდეო გადაღებაზე გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს.

ამის შესახებ “ოცნების” წევრმა არჩილ გორდულაძემ ისაუბრა, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია.

„ამავდროულად სიახლე, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, ეს არის სასამართლოში ფოტო/კინო/ვიდეოგადაღება და ტრანსლაციასთან დაკავშირებული საკითხი.
მოქმედი რედაქციით, პირველ რიგში საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს უფლება მოითხოვოს ფოტო/ვიდეოგადაღება. საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ უარს იტყვის, შემდეგ სხვა მაუწყებლებს აქვთ უფლება, მოითხოვონ გადაღება. ამის გარდა, სასამართლო დარბაზში სხვა პირების მიერ ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით არავითარი რეგულაცია არ არსებობს.
სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ პრაქტიკაში, ნორმას ბოროტად იყენებენ ადამიანები და ცდილობენ სასამართლო დარბაზებში მოაწყონ შოუ და ამ გზით თავიანთი პოლიტიკური მიზნები შეასრულონ.
არაერთგზის გვინახავს სასამართლო გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობები. ეს იწყება სასამართლო სხდომამდე, გრძელდება სასამართლო პროცესზე და გვირგვინდება სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც საუბარია არაერთ გადაწყვეტილებაზე, რომ საქმე პოლიტიკური მოტივებით არის მიღებული და ა.შ.
ერთი მხრივ აუცილებელია, რომ გადაწყვეტილებები მიღებულ იქნეს მშვიდ გარემოში. მოსამართლეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ საქმე მშვიდად განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შინაგანი რწმენით და ამავდროულად დაიცვას საზოგადოების ინტერესიც.
უნდა გვქონდეს დაბალანსებული სივრცე, რასაც უზრუნველყოფს წარმოდგენილი ცვლილება. რომლის მიხედვით, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ასევე დარბაზთან მისასვლელ კორიდორში, ეზოში ფოტო/კინო გადაღება/ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამას ახორციელებს სასამართლო, ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. სასამართლოს თვითონვე ექნება შესაძლებლობა გაავრცელოს ფოტო/ვიდეოგადაღების მასალები, თუ არ ეწინააღმდეგება კანონს.
ამავდროულად ინიციირებული ვერსიისგან განსხვავებით, კოლეგებო, გთავაზობთ, რომ კონკრეტულ სასამართლო პროცესზე ფოტო/ვიდეოგადაღების დაშვებასთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე“, – განაცხადა სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით არჩილ გორდულაძემ.

სიახლეები

განათლების ახალი სისტემის ერთ-ერთი თანაავტორი არის 8-კლასიანი განათლების არ მქონე კალაძე – სააკაშვილი

ივანიშვილი ახლა მთლიანად აშორებს განათლების სისტემას ევროპას - ასე ეხმაურება "ოცნების" ახალ განათელბის პროგრანას...

ირაკლი შაიშმელაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმზე გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილსი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა...

პროგრამა აუცილებლად შეზღუდავს სამეცნიერო საქმიანობის თავისუფლებას და დამოუკიდებელ ფუნდამენტურ კვლევებს – ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი

"ოცნების" განათლების პროგრამა წინააღმდეგობაში მოდის ბოლონიის პროცესის საფუძვლების და ევროპული განათლების არაერთ ძირითად პრინციპთან...

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი ბრალს არ აღიარებს, უფლებადამცველის თქმით, საქმეში, რომელიც მას გუშინ...