მთავარისიახლეებისაზოგადოება"ოცნებამ" ყველა ზღვარს გადააბიჯა, სანქციები ინდივიდუალურად უნდა დაწესდეს - გრეგოროვა

“ოცნებამ” ყველა ზღვარს გადააბიჯა, სანქციები ინდივიდუალურად უნდა დაწესდეს – გრეგოროვა

Published on

საგანგაშოდ უარესდება საქრთველოში მდგომარეობა და ამას სჭირდება ევროპის ძლიერი რეაქცია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა “პირველებთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. ევროდეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ პოლიტიკური ლიდერების დაკავებები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმი მყარდება.

მარკეტა გრეგოროვა გამოსავალს ევროკავშირის მხრიდან “ოცნებისთვის” დაწესებულ სანქციებში ხედავს. მისი თქმით, თუ საკითხზე 27-ვე ქვეყანა ვერ თანმხდება, მაშინ არსებობს ბერკეტი, სანქციები 25 ქვეყანამ ინდივიდუალურად დააწესოს.

საგანგაშოდ უარესდება საქრთველოში მდგომარეობა და ამას სჭირდება ევროპის ძლიერი რეაქცია. ოქტომბრის არჩევნების დროს, როცა საქართველოში ვიმყოფებოდით, ირაკლი კობახიძისგან მოვისმინეთ, რომ ს აკრძალავდა ოპოზიციას . ჩვენ კითხვებს ვსვამდით, სერიოზულად ამბობდა თუ არა, რადგან ეს დემოკრატიას სრულად გამოითხრიდა ძირს. ბევრს ეს არ სჯეროდა, ფიქრობდნენ, რომ არჩევნებისთვის დამახასიათებელი რიტორიკა იყო. ახლა ვხედავთ რომ ეს სერიზულად თქვეს. ეს მხოლოდ პარრტიების აკრძალვას არ ეხება, არამედ ეს არის მათი დაშინება პოლიტიკური ლიდერების ციხეში ჩასმით, რომლებიც არაფერს აშავებენ, გარდა იმისა, რომ მმართევლ აპრტიას არ ეთანხმებიან. ვფიქრობ, რომ ეს არა მხოლოდ რუსული სახელმძღვანელოდანაა გადმოტანილი, ეს სრულიად ახალი ავტორიტარულიი ტერიტორიაა. “ქართულმა ოცნებამ” ყველა ზღვარს გადააბიჯა. საქმეების ბუნებიდან გამომდინარე, ნამდვლად შეგვიძლია ვიკამათოთ, იმაზე, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური პატიმრები არიან. თუ ქვეყანას ჰყავს პოლიტიკრუი პატიმრები, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას არ ჰყავს დამოუკიდებელი სასამართლო.

აშკარაა, რომ ევროკავშირს სანქციებთან დაკავშირებით საერთო პოზიციის მიღება არ შეუძლია ორბანის და ფიცოს გამო, მაგრამ თუ ამაშია საქმე, მაშინ ევროკავშირში კიდევ 25 სახელმწიფოა. მათ აქვთ შესაძლებლობა, დააწესონ ინდივიდუალურად ეროვნული სანქციები. ამიტომ, ეს ახლა მათი პასუხისმგებლობაა. თუ ევროპულ საბჭოში ორბანის და ფიცოს გარეშე შეიკრიბებიან და იტყვიან, რომ ამას ეროვნულ დონეზე გავაკეთებთ, ეს უკვე უდიდესი დახმარება იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის და უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია, რადგან “ოცნების” უამრავ წარმომადგენელის, რომელიც ამ ძალადობის მიღმა დგას, შვილები ევროპულ უნივერსიტეტებში სწვალობენ, ფლობენ აქტივებს, საზაფხულო ვილებს, იახტებს ევროპულ ზღვებში. ასე რომ, თუ ჩვენ ეს გავაკეთეთ ბელარუსის და რუსეთის ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ,მაშინ, რაღაც დონეზე საქარტველოს რეჟიმზეც უნდა იყოს რეაქცია. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამას გააკეთებენ, – ამბობს მარკეტა გრიგოროვა.

შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერს ზურა ჯაფარიძეს. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფარდათ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს გიორგი ვაშაძეს.

სიახლეები

“ოცნების” პარლამენტმა “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების” შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა, რომელსაც ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება ლეგიტიმაციას არ აძლევს, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების" შესახებ...

ევროპელი დეპუტატები ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის დასანქცირებისკენ მოუწოდებენ

ევროპელი დეპუტატები ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის დასანქცირებისკენ მოუწოდებენ. ამის...

ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება – კობახიძე

ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება - განცხადება ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ...

ანდრიუს კუბილიუსს წულუკიანმა დაუძინებელი მტერი უწოდა

ივანიშვილის წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა ევროკავშირის თავდაცვის კომისარს, ანდრიუს კუბილიუსს საგამოძიებო კომისიაზე დაუძინებელი მტერი უწოდა. ივანიშვილის...