მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროპელი დეპუტატები ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის დასანქცირებისკენ...

ევროპელი დეპუტატები ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის დასანქცირებისკენ მოუწოდებენ

Published on

ევროპელი დეპუტატები ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის დასანქცირებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

25 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებას ხელს აწერენ: ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი (გერმანია), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი (გერმანია), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი (ლატვია) და საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი რასა უიკნევიჩიენე (იუკნევიჩიენე):
“მოვუწოდებთ ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მყისიერი ქმედებისკენ და იმ პირთა მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიის უკუსვლაზე, კერძოდ – ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძისთვის”. – წერია განცხადებაში.

ევროპარლამენტარების ჯგუფი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს “რეპრესიული ტალღის” გამო, რომელიც რომელიც ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და მომიტინგეების წინააღმდეგ არის მიმართული “რეპრესიული ტალღის” გამო და „ყველა პოლიტიკური პატიმრის“ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის.

„გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას საქართველოში ოპოზიციის ლიდერების, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მაუწყებლებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიების ახალი ტალღის გამო. მკაცრად ვგმობთ ოპოზიციის ოთხი ლიდერის – „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, კოალიციის „ცვლილებისთვის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძისა და პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძისთვის განაჩენების გამოტანას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომისიაზე გამოძახებაზე უარის გამო”.

ევროპარლამენტარების შეფასებით, ოპოზიციის ლიდერებისთვის განაჩენების გამოტანა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების ორი წლით აკრძალვა “პოლიტიკურად მოტივირებულ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო არის დემოკრატიაზე უხეში თავდასხმა, ოპოზიციური ხმების ჩახშობისა და მათი დაშინების მიზნით”.

განცხადებაზე ხელმომწერი ევროპელი დეპუტატები ამ ნაბიჯს მიიჩნევენ:

„ქართული ოცნების“ მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციისა და ოპოზიციის ნებისმიერი ფორმის ჩახშობის მცდელობის მკაფიო მაგალითად”.

ტექსტში გამოთქმულია ეჭვები ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოს მიმართ. ევროპარლამენტართა განცხადებით, “რეპრესიების ახალი ტალღა” “აძლიერებს შეშფოთებას ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალი არჩევნების მიმართ”.

ევროპარლამენტარები გამოხატავენ სოლიდარობას ოპოზიციის ლიდერების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მააუწყებლებისა და მომიტინგეების მიმართ.

განცხადებაში არის აგრეთვე მოწოდება საქართველოში “ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების” ჩატარებისკენ. ტექსტის ავტორთა თანახმად, ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს “გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, წარიმართოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, ფართო საერთაშორისო დაკვირვებით იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც საქართველოს ხალხის ნებას გამოხატავს“.

სიახლეები

განათლების ახალი სისტემის ერთ-ერთი თანაავტორი არის 8-კლასიანი განათლების არ მქონე კალაძე – სააკაშვილი

ივანიშვილი ახლა მთლიანად აშორებს განათლების სისტემას ევროპას - ასე ეხმაურება "ოცნების" ახალ განათელბის პროგრანას...

ირაკლი შაიშმელაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმზე გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილსი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა...

პროგრამა აუცილებლად შეზღუდავს სამეცნიერო საქმიანობის თავისუფლებას და დამოუკიდებელ ფუნდამენტურ კვლევებს – ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი

"ოცნების" განათლების პროგრამა წინააღმდეგობაში მოდის ბოლონიის პროცესის საფუძვლების და ევროპული განათლების არაერთ ძირითად პრინციპთან...

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი ბრალს არ აღიარებს, უფლებადამცველის თქმით, საქმეში, რომელიც მას გუშინ...