მთავარისიახლეებიანდრიუს კუბილიუსს წულუკიანმა დაუძინებელი მტერი უწოდა

ანდრიუს კუბილიუსს წულუკიანმა დაუძინებელი მტერი უწოდა

Published on

ივანიშვილის წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა ევროკავშირის თავდაცვის კომისარს, ანდრიუს კუბილიუსს საგამოძიებო კომისიაზე დაუძინებელი მტერი უწოდა.

ივანიშვილის წამრომადგენელმა მაკა ბოჭორიშვილმა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე თქვა, რომ იყვნენ ევროპარლამეტარები, რომლებიც ეუბნებოდნენ, ჩვენ არ მოგცემთ სტატუსს, მივცემთ მოლდოვას და უკრაინას და ვნახოთ, ქართველების 85%, ვინც ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, ქართულ ოცნებას რას უზამს. ბოჭორიშვილის თქმით, მათ შორის ერთ-ერთი შემდეგ ევროკომისარი გახდა.

ბოჭორიშვილმა არ ისაუბრა კონკრეტულ დეპუტატებზე, თუმცა სოზარ სუბარმა რეპლიკის სახით დააზუსტა ვინაობა.

“ევროპარლამენტარი, რომელიც შემდეგ გახდა ევროკომისარი, საქართველოს დაუძინებელი მეგობარი ანდრიუს კუბილიუსი, ჩემი მხრიდან განვმარტავ” – თქვა სუბარმა.

წულუკიანმა სოზარ სუბარის რეპლიკის შემდეგ თქვა:

“ალბათ, დროა, გადავიდეთ იმაზე, რომ დაუძინებელ მტერს დაუძინებელი მეგობარი ვეღარ ერქმევა. ვნახოთ, როგორი იქნება ჩვენი დასკვნა, ეს ძალიან მძიმე ინფორმაციაა, რაც თქვენგან მოვისმინეთ”.

სიახლეები

“ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა უკრაინის ინტერპოლის ხელმძღვანელად” – სააკაშვილი

"ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა უკრაინის ინტერპოლის ხელმძღვანელად. მანამდე ის გენპროკურატურის იმ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც აგროვებდა და...

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას

ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში ცეცხლის შეწყვეტას, რაც დიპლომატიური ძალისხმევის საფუძველს...

წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის...

პლასტმასის ბოთლებში სასმლის აკრძალვის რეგულაცია 4 წლით გადავადდება – კობახიძე

ნახვა tbl.ge/7h4x დაკოპირდა ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პლატმასის ბოთლებში სასმლის...