სასამართლომ გიორგი ვაშაძე თეა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო 7 თვით ციხეში გაუშვა – გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი საკუთარ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. ის განაჩენის გამოცხადებას თანაგუნდელებთან ერთად პარტიის ოფისში ელოდებოდა. მასთან ერთად პარტიის ოფისში ასევე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 23 ივნისს, სასამართლომ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა “ძლიერი საქართველოს” ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
ამასთან, გუშინვე 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერს, ზურა ჯაფარიძესაც.