მთავარისიახლეებისაზოგადოებაეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

Published on

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

ირკვევა, რომ ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გახდა.

დავითაშვილმა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში, მადლობა ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა.

ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრობასთან ერთად, პირველი ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაშიც, ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ, ეს თანამდებობა მას კობახიძემ შეუნარჩუნა.
ცნობისთვის, ლევან დავითაშვილი სკანდალში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავების შემდეგ მოექცა.

რამდენიმე დღის წინ, “პირველების” კითხვაზე, გამოიკითხა თუ არა აღნიშნულ საქმეზე ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, კობახიძე ამბობდა: “ლევან დავითაშვილის კეთილსინდისიერებაშიც არავის ეპარება ეჭვი”.

რაც შეეხება მიქაუტაძის საქმეს – პროკურატურის ბრალის მიხედვით, “ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსანი სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...