მთავარისიახლეებიზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით საჯარო სამსახურში თანამდებობის...

ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა

Published on

განაჩენი ჯაფარიძის საქმეზე-მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის განმარტებით, ჯაფარიძეს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

გადაწყვეტილება მან ცოტა ხნის წინ ცარიელ დარბაზში გამოაცხადა. ჯაფარიძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.

ჯაფარიძე პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელსაც წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე განაჩენი გამოუტანეს.

სასამართლომ შეაფსა, თუ რა სასჯელი შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული, სასამრთლომ ამ შემთხვევაში მიიჩნია, რომ ეს იყო ობიექტური სასჯელი და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება“,- განაცხდა პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმეს- პროკურორი ამბობს, რომ საქმეები არის იდენტური, ერთიდაიგივე მუხლს ეხება და მტკიცებულებებიც არის ერთნაირი.

სასამართლომ უდნა შეაფასოს ყევლა გარემოება, მათ შორის ბრალდებულთან მიმართებით, პიროვნება, მის მიერ ჩადენილი ქმედება, დამოკიდებულება, შემდგომში ქცევა სასამართლოში და ა.შ. ,- დასძინა მან.

ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, ჯაფარიძეს ბრალი 16 აპრილს წარუდგინეს. ამავე დღეს, სასამართლომ პოლიტიკოსს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რის გადახდაზეც მან უარი თქვა. 22 მაისს ჯაფარიძეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...