კიევი მასობრივად დაიბომბა, დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა
რუსეთის მასობრივი შეტევის შედეგად, კიევის სამ რაიონში, დაიღუპა 6 ადამიანი, დაშავდა რვა, მათ შორის ორი მაშველი. ამის შესახებ ცნობებს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური და კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, ყველაზე მეტად დაზარალდა ბელაია ცერკოვის და ბუჩას რაიონები. ქალაქ ბელაია ცერკვაში ცეცხლი გაუჩნდა ორ სართულზე განლაგებულ სასტუმროს შენობას, სადაც კერძო საავადმყოფო იყო განთავსებული. ხანძრის ფართობი 1500 კვადრატულ მეტრს აღწევდა. დილის 6:28 საათისთვის ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობდა. მაშველებმა შენობიდან ექვსი მძიმე ავადმყოფი პაციენტი გამოიყვანეს.
ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი იზრდება, ხოლო ნანგრევებქვეშ ამ დრომდე იმყოფებიან მოქალაქეები.