მთავარისიახლეებისაზოგადოებამზია ამაღლობელი ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლოა - ჰერჩინსკი

მზია ამაღლობელი ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლოა – ჰერჩინსკი

Published on

“წარსულშიც მისაუბრია მზიას საქმესთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ მზია ამაღლობელი ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლოა” – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, პაველ ჰერჩინსკიმ გამოცემა “ბათუმელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჰერჩინკის თქმით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შინაარსით “შოკირებულია”, რადგან მიიჩნევს, რომ გამოცემა “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს არაპროპორციული სასჯელი ემუქრება.

წარსულშიც მისაუბრია მზიას საქმესთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ მზია არის ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლო. ყველანი შოკირებული ვართ არაპროპორციულობით მის საქმესთან დაკავშირებით. ყველანი ველოდებით, რით დასრულება ეს განხილვები. ვიცით, რომ მკაცრი და ძალიან არაპროპორციული განაჩენი ემუქრება – 7 წლამდე ციხე იმისთვის, რაც ვიცით, რომ არის აბსოლუტურად არაპროპორციული მოსალოდნელ განაჩენთან მიმართებაში.

ყველამ ვიცით, რომ მზია ამაღლობელი და „ბათუმელები“ კრიტიკულები იყვნენ ხელისუფლების მიმართ იმისდა მიუხედავად, ვინ იყო ხელისუფლებაში, ვიცით, რომ თქვენი პროფესიული მოღვაწეობის განმავლობაში ყოველთვის სიმართლეს ამბობდით, თუნდაც ეს კრიტიკული ყოფილიყო ხელისუფლების მიმართ.

ჩვენ თვალს ვადევნებთ სასამართლოს, ზოგადად, რაც ხდება საქართველოში, რაც შეეხება სიტყვის და შეკრების თავისუფლებას, დიდ ზეწოლას თავისუფალ მედიაზე. ასევე, ძალიან დიდი ზეწოლაა სამოქალაქო საზოგადოებაზე, რაც ნამდვილად გულსატკენია.” – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ცნობისთვის, 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად, 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე “ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, მეორედ დააკავეს.

“ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

13 იანვარს “ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე აგინებს. ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელი რუსთავის ციხეში მოინახულა, რის შემდეგაც მან ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის წინააღმდეგ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა.

ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.

სიახლეები

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...