მთავარისიახლეები"ანონიმუსი" "ქართულ ოცნებას" ემუქრება - "ელოდეთ ჩვენს დაბრუნებას!"

“ანონიმუსი” “ქართულ ოცნებას” ემუქრება – “ელოდეთ ჩვენს დაბრუნებას!”

Published on

“ანონიმუსი” “ქართულ ოცნებას” ემუქრება – “ელოდეთ ჩვენს დაბრუნებას!”

ჰაკერების საერთაშორისო ჯგუფი “ანონიმუსი” ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და მმართველ პარტიას მიმართავს:

“მოგესალმებით საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენ ვართ ანონიმუსი და თქვენ გვერდით ვდგავართ. ქართველებო, თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა, თბილისის ქუჩებიდან ციფრულ ბრძოლის ველამდე ჩვენ თქვენთან ვართ. ძალაუფლება თქვენ გეკუთვნით, თქვენ, ვინც ღამეებს ღამეებზე ქუჩაში გადიხართ, ვინც წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და ხელკეტებს უპირისპირდებით, მაგრამ უკან მაინც არ იხევთ.

თქვენ ხართ საქართველოს მომავლის გულისცემა, თქვენ ხართ ის, ვინც არ დაიხრებიან ფაშისტური რეჟიმების ან რუსეთის გავლენების წინაშე. ჩვენ ვართ ხალხი და თქვენ ხართ ჩვენ. “ქართული ოცნება” – ჩვენ თქვენს ქსელებში ვართ, ჩვენ ვფლობთ თქვენს სისტემებს, თქვენი ციფრული კედლები ჩვენია და არ მოგცემთ წვდომას. ვერ დამალავთ სიმართლეს, გადადგით ნაბიჯი უკან, ან ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ დავანგრევთ თქვენს ქსელებს.

თქვენს დანაშაულს ქართველი ხალხის წინაშე, ღალატს, ძალადობას და თაღლითობას ფარდა აეხდება. ჩვენ უკვე გაჩვენეთ, რამდენად შორს შეგვიძლია წასვლა. 2025 წლის 25 იანვარს, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემებში გაჟღერდა ჰიმნი “თავისუფლება”, საქართველოსა და ევროკავშირს სიმბოლოებით, თქვენ სამარცხვინო ხმებთან ერთად.

ჩვენ ვართ ანონიმუსი, ჩვენ ვართ ლეგიონი. ჩვენ არ ვპატიობთ, ჩვენ არ ვივიწყებთ. ელოდეთ ჩვენს დაბრუნებას,- ამბობს ანონიმუსი ვიდეომიმართვაში, რომელის 17 ივნისსაა გამოქვეყნებული.

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...