მთავარისიახლეებიკონფლიქტებირეპრესიული აპარატი მოშლილია, თავისუფლების დრო დადგა - ირანის ბოლო შაჰის შვილის მიმართვა

რეპრესიული აპარატი მოშლილია, თავისუფლების დრო დადგა – ირანის ბოლო შაჰის შვილის მიმართვა

Published on

გუშინ საღამოს მიმართვა გაავრცელა ირანის ბოლოს შაჰის დევნილმა შვილმა რეზა ფეჰლევიმ.

“ძვირფასო ირანელებო, დებო და ძმებო. თავისუფლების დრო დადგა.

რეჟიმის რეპრესიული აპარატი უკვე იშლება. ახლა მხოლოდ საერთო ეროვნული აჯანყებაა საჭირო, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს კოშმარი!

ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი დავასრულოთ ისლამური რესპუბლიკის ტირანია. პროცესი დაიწყო და ახლა ჩვენს ხელშია გავხდით თუ არა მას შეუქცევადს.

ახლა დადგა დრო, ავდგეთ ფეხზე — დადგა დრო, დავიბრუნოთ ჩვენი ირანი, სადაც ადამიანის ღირსება და თავისუფლება არ იქნება მეორეხარისხოვანი სიტყვა.

დაე, მალე თქვენთან ვიყო. თუ ტირანია დასრულდება ირანის მომავალი ნათელია და ერთად გადავშლით ისტორიის ახალ დიდებულ ფურცელს!”, – წერია მიმართვაში.

 

სიახლეები

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...

ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების...