მთავარისიახლეებიმსოფლიობლეიზ მეტრეველი - პირველი ქალი, რომელიც MI 6-ის უფროსად დაინიშნა

ბლეიზ მეტრეველი – პირველი ქალი, რომელიც MI 6-ის უფროსად დაინიშნა

Published on

ქართველი ემიგრანტის ჩამომავალი ბლეიზ მეტრეველი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა, პირველი ქალია, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს.

მეტრეველი თანამდებობას ოფიციალურად ოქტომბერში დაიკავებს, როცა სააგენტოს მოქმედი ხელმძღვანელი, რიჩარდ მური, ხუთწლიანი ვადის შემდეგ თანამდებობას დატოვებს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა, ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას “ისტორიული” უწოდა იმ ფონზე, როცა ქვეყანა “უპრეცედენტო მასშტაბების” მქონე საფრთხეების წინაშე იმყოფება.

გამოცემა Financial Times წერს, რომ ბლეიზ მეტრეველის გვარი ქართულია, რაც “მის აღმოსავლეთ ევროპულ მემკვიდრეობას” ასახავს. ამას გარდა, მეტრეველის კოლეგები აღნიშნავენ, რომ იგი შესანიშნავად ფლობას არაბულ ენას და მას სიღრმისეული გამოცდილება აქვს მიღებული ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის კონფლიქტის ზონებშიც.

ამასთან, გამოცემის ცნობით, დაზვერვაში 26-წლიანი კარიერის განმავლობაში, მეტრეველი გაერთიანებული სამეფოს შიდა სადაზვერვო სააგენტოშიც მუშაობდა და “K” დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაც ეკავა. აღნიშნული დეპარტამენტი აკონტროლებს ბრიტანეთისკენ წამოსულ საფრთხეებს ისეთი “მტრული ქვეყნებიდან”, როგორებიცაა რუსეთი, ირანი და ჩინეთი

სიახლეები

ამაღლობელის მხედველობის დაკარგვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას მოითხოვს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მზია ამაღლობელის მხედველობის დაკარვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირებას...

ზელენსკი დღეს ლონდონში ევროპის ლიდერებს შეხვდება

ვოლოდიმიერ ზელენსკი დაუნინგ სტრიტზე უკრაინის შესახებ მაღალი დონის მოლაპარაკებებზე ჩავა - უკრაიანის პრეზიდენტი დღეს...

რაგბის კლუბ “სოხუმის” სოლიდარობა სინდისის პატიმრებს

რაგბის კლუბ "სოხუმის" სოლიდარობა სინდისის პატიმრებს - ქართველმა მორაგბეებმა თამაშის შემდეგ უზარმაზარი პლაკატით გამოუცხადეს...

ფოთში ხანძარს 60 წლამდე კაცი ემსხვერპლა

ფოთში, რუხაძის ქუჩაზე ხანძარს 60 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი კორპუსის ბინას გაუჩნდა, საიდანაც...