მთავარისიახლეებიმსოფლიოირანმა 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, ისრაელი საპასუხო ზომებით იმუქრება

ირანმა 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, ისრაელი საპასუხო ზომებით იმუქრება

Published on

13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, სამხედრო ოპერაცია “აღმავალი ლომის” ფარგლებში ირანის ტერიტორიაზე ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად 200-მდე ავიაგამანადგურებელი გაიგზავნა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, რამდენიმე ირანული რაკეტა თელ-ავივის ცენტრში ჩამოვარდა. ისრაელის არმიის შტაბი აცხადებს, რომ სულ 150 ბალისტიკური რაკეტა იყო გაშვებული, რომელთა უმრავლესობა ისრაელის ჰსთ სისტემამ გააუვნებელყო.

ისრაელურ მედიაში სასწრაფო სამსახურზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის იერიშის შედეგად, სულ მცირე, 63 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ერთი სერიოზულ მდგომარეობაში, 8 საშუალოდ დაშავდა, ხოლო დანარჩენებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. ბოლო საათებში გავრცელდა ინფორმაცია ერთი დაღუპულის შესახებ.

-ტაბულა-

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...