მთავარისიახლეებინიკა გვარამია დააკავეს

ნიკა გვარამია დააკავეს

Published on

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან დააკავეს. ის პენიტენციურ დაწესებულებასთან თავად მივიდა.

“ოლიგარქია უნდა დაემხოს, დიდება საქართველოს”. – თქვა გვარამიამ მას შემდეგ, რაც ხელბორკილები დაადეს.

გვარამიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით დღეს, 13 ივნისს შეუცვალეს.

დღვანდელ პროცესზე პროკურატურამ გვარამიასთვის წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დააკმაყოფილა.

გვარამია პროცესზე არ მივიდა და სხდომის პარალელურად, რუსთავის ციხისკენ თავად წავიდა.

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო 17 აპრილს შეეფარდა. მას გირაოს გადახდისთვის 50-დღიანი ვადა მისცეს, რომელიც 7 ივნისს ამოიწურა. გვარამიამ გირაო არ გადაიხადა.

სიახლეები

ამაღლობელის მხედველობის დაკარგვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას მოითხოვს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მზია ამაღლობელის მხედველობის დაკარვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირებას...

ზელენსკი დღეს ლონდონში ევროპის ლიდერებს შეხვდება

ვოლოდიმიერ ზელენსკი დაუნინგ სტრიტზე უკრაინის შესახებ მაღალი დონის მოლაპარაკებებზე ჩავა - უკრაიანის პრეზიდენტი დღეს...

რაგბის კლუბ “სოხუმის” სოლიდარობა სინდისის პატიმრებს

რაგბის კლუბ "სოხუმის" სოლიდარობა სინდისის პატიმრებს - ქართველმა მორაგბეებმა თამაშის შემდეგ უზარმაზარი პლაკატით გამოუცხადეს...

ფოთში ხანძარს 60 წლამდე კაცი ემსხვერპლა

ფოთში, რუხაძის ქუჩაზე ხანძარს 60 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი კორპუსის ბინას გაუჩნდა, საიდანაც...