მთავარისიახლეებისაზოგადოებასაკადრო ცვლილებები შსს-ში

საკადრო ცვლილებები შსს-ში

Published on

შსს-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა – სამინისტროს პრესცენტრი ვაჟა სირაძეზე ინფორმაციას ადასტურებს და სხვა საკადრო ცვლილებებსაც ასახელებს:

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე დანიშნეს დაცვის პოლიციის უფროსად; დაცვის პოლიცია შსს-ის სსიპ-ია; კრიმ.პოლის უფროსად დაინიშნა კუპატაძის მოადგილე დავით კიკნაძე

კუპატაძისათვის ესტონეთს, ლიეტუვასა და ლატვიას აქვთ სანქციები დაწესებული

ვაჟა სირაძე, რომელიც 2019 წლიდან საპატრულო პოლიციის უფროსი იყო, თბილისის პოლიციის უფროსი გახდა; სირაძის ნაცვლად, საპატრულოს უფროსის პოსტს დაიკავებს ლევან მაისურაძე, რომელიც აქამდე თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო; სირაძემ ჩაანაცვლად ლაშა გოგნიაშვილი – თავად გოგნიაშვილი, რომელმაც ამ პოსტზე ერთ თვეზე ოდნავ მეტი დაჰყო, დაინიშნა კახეთის პოლიციის უფროსად

სირაძისათვის სავიზო სანქციები აქვთ დაწესებული ჩეხეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს

ცვლილებებია შსს-ის რეგიონებშიც:

👮 კახეთის პოლიციის აწ უკვე ყოფილი უფროსი თეიმურაზ კალანდაძე გადაიყვანეს მცხეთა-მთიანეთში
👮 ქვემო ქართლის პოლიციის უფროსად დაინიშნა ლევან კვიციანი
👮 ქვემო ქართლის პოლიციის უფროსი გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის უფროსად
👮 სამცხე-ჯავახეთის პოლიციის უფროსი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა იმერეთის პოლიციის უფროსად
👮 იმერეთის პოლიციის უფროსი ზაზა ცხაკაია დაინიშნა გურიის პოლიციის უფროსად
👮 შიდა ქართლის პოლიციის უფროსად დაინიშნა თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი.

სიახლეები

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა...

კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა. ის...

რუსებო, მონებო – ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა

ქართული ოცნების მთავრობის წევრები 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ. მათ ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს. პარალელურად, გვიან...

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა | 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, მაშინ ჯერ...