მთავარისიახლეებისაზოგადოებამზია ამაღლობელის საქმის ადმინისტრაციული განხილვა მიმდინარეობს

მზია ამაღლობელის საქმის ადმინისტრაციული განხილვა მიმდინარეობს

Published on

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტისა და მედია მენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის ადმინისტრაციული განხილვა მიმდინარეობს.

დღეს მოსამართლე მარია ფიგაევმა უნდა გადაწყვიტოს, დაარღვია თუ არა ჟურნალისტმა კანონი, როცა 12 იანვარს, აჭარის პოლიციის სამმართველოს დამხმარე შენობაზე სტიკერი გააკრა წარწერით – “იფიცება საქართველო”.

აღსანიშნავია, რომ ეს საქმე სასამართლოში, ბათუმის პოლიციამ აპრილის ბოლოს შეიტანა.

მზია ამაღლობელს ადმინისტრაციული სახდელი უკვე აქვს შეფარდებული, “ბათუმელებისა” და ნეტგაზეთის დამფუძნებელი 2000 ლარით დააჯარიმეს, ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ მედია მენეჯერი პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდა.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ბათუმში დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი, მეორე პოლიტიკური მდივანი, საიმონ კუკი ესწრება.

სიახლეები

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...

არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს...

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას – საელჩოს განცხადება

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის...