მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიძინა ივანიშვილმა საერთაშორისო დანაშაული ჩაიდინა- ადვოკატი

ბიძინა ივანიშვილმა საერთაშორისო დანაშაული ჩაიდინა- ადვოკატი

Published on

გიორგი ბაჩიაშვილის ამერიკელი ადვოკატი ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს.

განცხადება რობერტ ამსტერდამმა “პირველებისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

იურისტის შეფასებით, ბიზნესმენი ციხეში “ივანიშვილის მიერ შეთითხნილი” ბრალდებითაა მოთავსებული.

ამსტერდამი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ინტერესია, გიორგი ბაჩიაშვილს “ფული წაართვას”:

ბიძინა ივანიშვილმა საერთაშორისო დანაშაული ჩაიდინა – ეს არის საერთაშორისო დანაშაული საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით და დანაშაულია ქართველი ხალხის მიმართაც, რადგან ის ქართველ ხალხზე ზრუნვით კი არ მოქმედებს, არამედ საკუთარი, პირადი დღის წესრიგის გასატარებლად იყენებს ხალხს.

ივანიშვილმა უბრალოდ დაარღვია სხვა ქვეყნის კანონები და კონსტიტუცია და ადამიანი მოიტაცა. ეს არის კრიმინალური დანაშაული, ეს არის გატაცება.

ეს საქმე არის სრულიად უსაფუძვლო და შეთითხნილია ბიძინა ივანიშვილის მიერ იმისთვის რომ წაართვას ფული ჩემს კლიენტს. რაც მოხდა, ეს უკავშირდება მხოლოდ ბატონი ივანიშვილის ჯიბესა და ფულისადმი გაუმაძღარ სურვილს. ის იყენებს ამ საქმეს როგორც გამოძალვის ინსტრუმენტს და ეს ნათლად ჩანს იმ აბსურდული ბრალდებებიდან, რომელთაც საერთო არ აქვთ არაფერთან, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო დავა”- აცხადებს რობერტ ამსტერდამი.

“პირველებთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში რობერტ ამსტერდამი აანონსებს, რომ ბაჩიაშვილის საქმე ევრო სასამართლოში გაიგზავნება.

მეტიც, უფლედადამცველის თქმით, იურისტები ბაჩიაშვილის გატაცების საქმის დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებენ.

ჩვენ დავიწყებთ დამოუკიდებლად გამოძიებას, რადგან სახელმწიფოს მხრიდან არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა. ვაპირებთ, მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც. ის რაც მოხდა, შემაშფოთებელია. გიორგი გაიტაცეს, თვალები აუხვიეს, თვითმფრინავში ჩასვეს და საქართველოში დააბრუნეს, ყოველგვარი სამართლებრივი გზების გარეშე, ეს საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევაა. ასევე წამების შესახებ კონვენციის დარღვევა. ეს არის უხეში თავდასხმა სამართლის უზენაესობაზე და დემოკრატიის ნებისმიერ ნიშნზე საქართველოში”- დასძინა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, დღეს 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე სასამართლო პროცესია ცანიშნული.

საუბარია საზღვრის კვეთის საქმეზე. ცნობილია, რომ გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრება სურს. წინა პროცესზე, ბიზნესმენმა სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ის აბუ-დაბიდან ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს.

სიახლეები

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა...

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...