მთავარისიახლეებიკონფლიქტები"ცაში უკრაინული FPV დრონები ჰკიდია, ისინი ჩვენზე ნადირობენ, ნანგრევებში ვემალებით, მაგრამ გვკლავენ",...

“ცაში უკრაინული FPV დრონები ჰკიდია, ისინი ჩვენზე ნადირობენ, ნანგრევებში ვემალებით, მაგრამ გვკლავენ”, – რუსი ბლოგერი

Published on

ცნობილი რუსი იმპერიალისტი, Рой ТВ-ს წამყვანი მაკსიმ კალაშნიკოვი თავის ტელეგრამ არხზე რუსი სამხედროს წერილს აქვეყნებს, რომელსაც ვოლჩანსკის მიმართულებაზე მოუწია ბრძოლა. რუსი სამხედრო წერს:
” შებეკინოდან ვოლჩანსკამდე დაახლოებით რვა კილომეტრია და მთელი ეს მარშრუტი უკრაინული დრონების კონტროლის ქვეშაა. ჩვენი სარდლობა, საოცარი შეუპოვრობით, დღე და ღამე აგზავნის ამ ჯოჯოხეთში ცოცხალ ძალას.

სინამდვილეში იქ არავინ არაფერს იკავებს და მით უმეტეს არ აკონტროლებს. გზად მტერი ანადგურებს ზურგიდან მომავალი ჩვენი მებრძოლების უმეტესობას. ვინმემ უნდა აჩვენოს ჩვენს უმაღლეს მთავარსარდალს დრონებიდან გადაღებული კადრები თუ რამდენი დაღუპულის ცხედარი ყრია ქალაქისკენ მიმავალ გზაზე, ან რამდენია ქალაქის ნანგრევებში ჩამარხული.

ისინი, ვინც წინა პოზიციებს მიაღწევენ, ნანგრევებში იმალებიან და ცდილობენ თავი დაიცვან მუდმივი საარტილერიო და ნაღმტყორცნების ცეცხლისგან. უკრაინული სადაზვერვო დრონები ჰაერში ჰკიდიან, შესვენების გარეშე ენაცვლებიან ერთმანეთს. ისინი ამჩნევენ ნებისმიერ მოძრაობას და კორექტირებას უკეთებენ საარტილერიო ცეცხლს. დრონები ყველა ცოცხალი არსების სიკვდილია. FPV დრონები პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენს თითოეულ მებრძოლზე ნადირობენ. მათ ავსებენ ბომბდამშენი დრონები.

უკრაინული „ბაბა იაგა“ რამდენიმე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს ატარებს. ის ჩამოეკიდება სარდაფის თავზე, სადაც ჩვენი მებრძოლები აფარებენ თავს და ნაღმების ჩამოგდებას იწყებს ერთსა და იმავე ადგილზე. შედეგად ბეტონის იატაკზე ხვრელი კეთდება. რომელშიც კიდევ რამდენიმე ნაღმს ჩააგდებენ და სარდაფში ცოცხალი არავინ რჩება.

მტერს არ გააჩნია მაღალი სიმძლავრის ავიაბომბები. მათ არ სჭირდებათ ნახევარი ტონა, ან თუნდაც ხუთი ტონა წონის თუჯის კორპუსიანი ბომბების გამოყენება. ჩვენს პროპაგანდას უყვარს მძიმე ФАБ-ებით (შენიშვნა: რუსულად ამ სახელწოდებით აღინიშნება ფუგასური საავიაცო ბომბი) ტრაბახი, მაგალითად, შეხედეთ როგორ ფეთქდებიან!
უკრაინელები რვაკილოგრამიანი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით უარეს შედეგს როდი აღწევენ. ჩვენ კი არაფერი გვაქვს დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად. მთელი ცა მათ უჭირავთ. ისინი დაუსჯელად ურტყამენ ჩვენს მებრძოლებს.

ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ ვაჭარბებ და ყველაფერი ასე პირქუშად არ არის. არა, ბატონებო. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც ვნახე და რაც გადავიტანე. თუ არ გჯერათ, ეწვიეთ ვოლჩანსკის ნანგრევებს. თუკი მაშინვე არ მოგკლავენ, შეეცადეთ იქიდან გახვიდეთ დაჭრილმა. მე გამიმართლა – ხელში დავიჭერი და თვითონ მოვახერხე გამოსვლა. ფეხებში მიიღებ ჭრილობას და სიარულის უნარს დაკარგავ? ჩათვალე, რომ უკვე მკვდარი ხარ.”, – წერს რუსი სამხედრო ბლოგერი და მიმომხილველი.

სიახლეები

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...

ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების...