მთავარისიახლეები"ევრობარომეტრის" მიხედვით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით შემცირდა

“ევრობარომეტრის” მიხედვით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით შემცირდა

Published on

“ევრობარომეტრის” მიხედვით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით შემცირდა

ევრობარომეტრის კვლევის მიხედვით, გასული წლის შემოდგომიდან ევროკავშირისადმი ნდობა საქართველოში 9%-ით შემცირდა და 49% შეადგინა.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროკავშირს საქართველოში გამოკითხულთა 49% უფრო მეტად ენდობა, 37% მიდრეკილია უნდობლობისკენ, 14%-ს კი პასუხი არ აქვს.

ამასთანავე, შემცირებულია იმ ქართველების წილიც, ვისთვისაც ევროკავშირს დადებითი იმიჯი აქვს – შემოდგომაზე ასეთი 47% იყო, გაზაფხულზე კი – 37%. ახლა 47% ამბობს, რომ ევროკავშირს ნეიტრალურად უყურებს, 14% – ცუდად.

ამის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრობა კარგი იქნება საქართველოსთვის. ასე ფიქრობს გამოკითხულების 60%, მაგრამ შემოდგომაზე იმავე აზრზე 69% იყო.

ამასთან, მოსახლეობის 75% ფიქრობს, რომ საქართველო სარგებელს მიიღებს ევროკავშირში გაწევრიანებისგან. გასული წლის მაჩვენებელი 82% იყო.

ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს პარლამენტს ქართველების 45% ენდობა, საქართველოს მთავრობას კი – 51%.

ამავე კვლევის თანახმად, ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობას ნეგატიურად აფასებს გამოკითხულთა 40%, 56% კი მიიჩნევს, რომ საქართველოში ცუდი ეკონომიკური მდგომარეობაა.

გამოკითხულთა 33% ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად საცხოვრებელ ხარჯებსა და მზარდ ფასებს ასახელებს. 19% კი ეკონომიკურ სიტუაცია.

საცხოვრებელ ხარჯებსა და მზარდ ფასებს ქვეყნის წინაშე არსებულ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს რესპონდენტთა 33%, 24% კი უმუშევრობას. 19% ფიქრობს, რომ მთავარი გამოწვევა ეკონომიკური სიტუაციაა.

ევრობარომეტრის გაზაფხულის კვლევის საველე სამუშაოები საქართველოში 2025 წლის 27 მარტიდან 17 აპრილამდე ჩატარდა, იქამდე კი უკანასკნელი კვლევა 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მონაცემებს ასახავდა. კვლევის ფარგლებში საქართველოში 1011 რესპონდენტი გამოიკითხა.

სიახლეები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია დაიღუპა

უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შედანია "აზოვის"...

გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება 6 აგვისტოს, 16:00 საათზე გამოცხადდება

სინდისის პატიმრის, გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება, ხვალ, 6 აგვისტოს, 16:00 საათზე გამოცხადდება. გადაწყვეტილებას მოსამართლე...

9 აგვისტომდე საქართველოში მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, აღმოსავლეთში - ზოგან...

მზია და ნინო პოლიტპატიმრები არიან-იტალიელი სენატორი

გუშინ, 4 აგვისტოს იტალიის სენატში მოსმენის დროს სენატორმა მარკო ლომბარდომ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებზე ისაუბრა....