მთავარისიახლეებისაქართველო აშკარა მაგალითია, რომ ევროკავშირის გზაზე უკუსვლაც შეიძლება მოხდეს - მარტა კოსი

საქართველო აშკარა მაგალითია, რომ ევროკავშირის გზაზე უკუსვლაც შეიძლება მოხდეს – მარტა კოსი

Published on

საქართველო აშკარა მაგალითია, რომ ევროკავშირის გზაზე უკუსვლაც შეიძლება მოხდეს – ამის შესახებ
გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კოსმა პირდაპირ თქვა: “როცა ათასობით ადამიანი ევროკავშირის დროშებით ქუჩაში გამოდიოდა, ხელისუფლებამ საპირისპირო მიმართულებით სვლა დაიწყო”.

ევროკავშირის კომისარმა მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს და ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მოითხოვა საქართველოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლება.

მარტა კოსმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას მხოლოდ ერთი გზა არსებობს – თუ “ოცნების” მაღალჩინოსნები გადადგამენ ხელშესახებ ნაბიჯებს და შემოატრიალებენ დემოკრატიის უკუსვლას.

რაც შეეხება მდგომარეობას საქართველოში. მადლობა ყველა თქვენგანს, განსაკურებით ქალბატონ რასას, რომელიც სამოქალაქოო საზოგადოებასთან დიალოგში აქტიურად არის ჩართული. საქართველო არის მკაფიო შეხსენება იმისა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე შეიძლება უკუსვლაც მოხდეს, რადგან, როცა ქვეყანას ვანიჭებთ კანდიდატის სტატუსს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად მოხდება ევროკავშირისკენ წინსვლა. მაშინ, როცა ათასობით ადამიანი ევროკავშირის დროშებით ქუჩაში გამოდიოდა, ხელისუფლებამ საპირისპირო მიმართულებით სვლა დაიწყო. საქართველოს უცხოური აგენტების რეგისტრაციის კანონი საქრთველოში სერიოზული დემოკრატიული უკუსვლის ნიშანია, გრანტებისა და მაუწყებლობის შესახებ კანონებთან ერთად, რომელიც საქართველოს დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. ჩვენს ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, უმაღლესმა წარმომადგენელმა კალასმა და მე მოვუწოდეთ ქართველ მაღალჩინოსნებს, აღასრულონ მათი მოქალაქეების მკაფიო მოთხოვნა დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ და გაათავისუფლონ ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, დემონსტრანტი და პოლიტიკური ლიდერი. და ჩვენ ამას ისევ და ისევ გავაკეთებთ. პასუხისმგებლობა მხოლოდ ქართველ მაღალჩინოსნებს ეკისრებათ. ჩვენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას მხოლოდ მაშინ განვიხილავთ, თუ მაღალჩინოსნები გადადგამენ ხელშესახებ ნაბიჯებს , შემოატრიალებენ დემოკრატიის უკუსვლას. ამ დროს , ჩვენ უნდა დავეხმაროთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და საქართველოს მოქალაქეებს”, – განაცხადა მარტა კოსმი.

სიახლეები

საბერძნეთში ქართველი კაცი პარტნიორის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

სალონიკში 44 წლის ქართველი კაცი დააკავეს, რომელსაც პარტნიორის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. ბერძნული მედიის ცნობით,...

“ ჯილდოს ვიღებ ყველა პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს” – მზია ამაღლობელის სიტყვა

ჯილდოს ვიღებ ყველა პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს" - ამის შესახებ ევროპარლამენტში წერილი...

საკონსტიტუციოში წარვადგინეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება პარტიების აკრძალვაზე-საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინეს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება...

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, კლინიკაში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.ავტომობილი...