მთავარისიახლეები"პირველების" ოპერატორს "ხარებას" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ

“პირველების” ოპერატორს “ხარებას” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ

Published on

თავდასხმის მცდელობა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე – ცოტა ხნის წინ, “პირველების” ოპერატორს, სერგი ბარამიძეს გდდ-ს ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე “ხარებას” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ადგილი ჰქონდა დაპირისპირების სამ ეპიზოდს.

ძალოვანები გადამღებ ჯგუფს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას და გადაღების უფლებას არ აძლევდნენ, ასევე ცდილობდნენ სამაუწყებლო ტექნიკის დაზიანებასაც.

“ტვ პირველის” გადამღები ჯგუფი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობასთან იმის გასარკვევად მივიდა, “სად არის “ხარება” და შეეხო თუ არა მას საკადრო ცვლილებები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში გელა გელაძის მისვლის შემდეგ განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ “ტვ პირველის” გადამღები ჯგუფი გდდ-ს ბაზაზე არ იმყოფებოდა, ისინი გარე პერიმეტრზე იღებდნენ კადრებს.
დღეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობასათან, გრიგოლ გეგეჭკორიც გამოჩნდა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციიის შენობის უსაფრთხოების ხელმძღვანელი, რომელიც მედიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა.

გდდ-ს ბაზაზე ომყოფებოდა ობიექტების დაცვის დეპარტამენტის უფროსი – ზვიად კალატოზიშვილი “პირველებთან” ამტკიცებს, რომ როგორც ზვიად ხარაზიშვილი, ისე მისი მოადგილეები სამსახურში დადიან და მათ ყოველდღიურად ნახულობს.

დღეს არ მინახავს. არავის არ ემშვიდობება, აგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას. გუშინ იყო სამსახურში, ყოველდღე ვნახულობ, უბრალოდ დღეს არ მინახავს. მირზაც დადის კეზევაძეც, ყოველდღე დადიან. პოსტზე თუ რჩებიან, მე რავიცი…. სად არის მოძალადე ხარება? რატომ არის მოძალადე?- ამბობს კალატოზიშვილი.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ვახტანგ გომელაური გადადგა, მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი და თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძეც ტოვებდნენ.

ეს ინფორმაცია უწყებას ოფიციალურად ამ დრომდე არ დაუდასტურებია.
ამასთან, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება”, რომელიც “შაბათის ეთერმა” ჩაწერა, არ პასუხობს კითხვას – ითანამშრომლებს თუ არა ვახო გომელაურის შემცვლელთან, გელა გელაძესთან.

“ხარება” გელა გელაძის წარდგენას არ დასწრებია.

სიახლეები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია დაიღუპა

უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შედანია "აზოვის"...

გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება 6 აგვისტოს, 16:00 საათზე გამოცხადდება

სინდისის პატიმრის, გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება, ხვალ, 6 აგვისტოს, 16:00 საათზე გამოცხადდება. გადაწყვეტილებას მოსამართლე...

9 აგვისტომდე საქართველოში მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, აღმოსავლეთში - ზოგან...

მზია და ნინო პოლიტპატიმრები არიან-იტალიელი სენატორი

გუშინ, 4 აგვისტოს იტალიის სენატში მოსმენის დროს სენატორმა მარკო ლომბარდომ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებზე ისაუბრა....