მთავარისიახლეებიგოგა ჩანადირი- 5 000 ლარით დამაჯარიმეს

გოგა ჩანადირი- 5 000 ლარით დამაჯარიმეს

Published on

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი მოსამართლე ნინო ენუქიძემ 5 000 ლარით დააჯარიმა – მას გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.

ინფორმაციას ფოტოგრაფი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

როგორც ჩანადირი წერს, ის პროფესიულ მოვალეობას ასრულდება და მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებდა.

მრავალი მიზეზის გამო, ერთდროულად გაბრაზებულიც ვარ და განაწყენებულიც.
ჯერ რა უსამართლო და არათანაზომადია ჯარიმის მოცულობა, რომელიც საშუალო ხელფასს 2,5-ჯერ აღემატება. მერე როგორი აბსურდულია თავად ჯარიმა, რომელიც პირდაპირ ზღუდავს გამოხატვის უფლებასა და სიტყვის თავისუფლებას და რაც მთავარია, საკუთარ მოქალაქეებს უსამართლობისა და უსამართლო კანონების მსხვერპლად და გამაუბედურებლად აქცევს. ეს მაშინ, როდესაც ქართული ოცნების პარლამენტარებმა თავად მკვეთრად და ასევე უსამართლოდ გაიზარდეს ხელფასები.
მოსამართლე იყო ნინო ენუქიძე, რომელმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ უსამართლობის ერთ-ერთი სახეა და სიამოვნებით ვიხილავდი დასანქცირებულთა სიაშიც და ქართული სახელმწიფოს შემარცხვენელთა ჩამონათვალშიც.

მე, რომელიც შუაღამითაც კი არ ვარღვევ მოძრაობის წესებს და სულ რომ არავინ არის, მაინც ვიცავ შუქნიშნის წესებს, მე, რომელიც მედიის წარმომადგენელი ვარ და მას შემდეგ, რაც ჟურნალისტიკაში ვარ, თითქმის მიტინგი და აქცია არ გამომიტოვებია, რომელთა დიდი ნაწილი სხვადასხვა ფორმით გამიშუქებია, მე, რომელიც კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და დღენიადაგ ამისკენ მოვუწოდებ ყველას, შსს-ს, მის სასამართლოზე წარმადგენლის მზია ცერაძისა და მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით დამსაჯეს.

თან, კანონიც ისეა შედგენილი, რომ დასჯიდან შვიდ დღეში უნდა გადაიხადო 5 ათასი ლარი, რომც გაასაჩივრო.

მითხარით, სულ რომ დამნაშავე ვიყო, სწორია ასეთი გადაჭარბებული სიმკაცრე?
თუმცა, ამ უსამართლო სასჯელით ჩემზე უარეს დღეში ისინი ჩააგდეს, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს, მათ შორის ის 2 გოგონა, მარიამ ლაშხს რომ რუსეთის მონა უწოდეს, მზია ამაღლობელი, ახალგაზრდები, სასამართლოს ტრაგიკომედიური სპეკტაკლების მონაწილეები რომ გახადეს, ნაცვლად იმისა, რომ დიდ სცენაზე ეთამაშათ.

ერთხელაც იქნება და თავად ამ უსამართლო კანონების შემქმნელები და აღმსრულებლები იგემებენ საკუთარი კომფორტისთვის შექმნილი რეპრესიების სიმწარეს. ცხოვრება ბუმერანგია“, – წერს ჩანადირი საკუთარ Facebook გვერდზე.

სიახლეები

რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეუზღუდა აშშ-ში შესვლა ტრამპმა – სია

რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეუზღუდა აშშ-ში შესვლა ტრამპმა - სია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულება, რომელიც...

ხაშურში კაცმა 9 წლის შვილი გარდაცვლილი, ცოლი კი უგონო მდგომარეობაში იპოვა

ხაშურში კაცმა 9 წლის შვილი გარდაცვლილი, ცოლი კი უგონო მდგომარეობაში იპოვა ტრაგედია მოხდა ხაშურში, რაც...

კობახიძე- ევროპარლამენტი არაფრით განსხვავდება საბჭოთა უზენაესი საბჭოსგან

ევროპარლამენტის რეზოლუციები არის აბსოლუტურად უინტერესო. თუკი რაიმე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, ეს არის სამწუხაროდ, ევროპარლამენტი,...

საფრანგეთის ქალაქი ნანტი თბილისთან დაძმობილების ურთიერთობას წყვეტს-მედია

საფრანგეთის ქალაქი ნანტი თბილისთან დაძმობილების ურთიერთობას წყვეტს - 46 წლიანი ისტორია, არსებული ინფორმაციით დროებით...