მთავარისიახლეებიზელენსკი- უნიკალური ოპერაცია იყო, დავარტყით რუსეთის სტრატეგიული ავიაციის თვითმფირნავების 34%-ს

ზელენსკი- უნიკალური ოპერაცია იყო, დავარტყით რუსეთის სტრატეგიული ავიაციის თვითმფირნავების 34%-ს

Published on

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის აეროდრომებზე განხორციელებული ოპერაციას სახელწოდებით “ობობის ქსელი” წარმატებულს უწოდებს. ამის შესახებ მან სპეციალურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის ოპერაციის ოფისი რუსეთის ეფ ეს ბე-ს დირექტორატის გვერდით მდებარეობდა. მისი თქმით, განადგურებულია რუსეთის სტრატეგიული ავიაციის თვითმფირნავების 34%-ი.

ზელენსკი აცხადებს, რომ ყველა, ვინც აღნიშნულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, უკვე სამშობლოშია და უსაფრთხოდაა.

თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაცია იყო, ყველაზე საინტერესო და ეს უკვე საჯაროდ შეიძლება, ითქვას, არის ის, რომ ჩვენი ოპერაციის ოფისი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა, პირდაპირ ეფ ეს ბე-ს დირექტორატის გვერდით მათ ერთ-ერთ ოლქში. ვადასტურებ, რომ დავარტყით სტრატეგიული ავიაციის თვითმფირნავების 34%-ს. სამიზნეებზე დარტყმის დროს დრონები ავტონომიურად კი არ მოქმედებდნენ, არამედ ოპერატორები მართავდნენ. ოპერაციაში სულ 117 დრონი გამოიყენეს და შესაბამისი რაოდენობის დრონების ოპერატორი მუშაობდა. ყველა, ვინც ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, რუსეთიდან დროულად გაიყვანეს, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინამ რუსეთის სამხედრო ავიაციას უდიდესი დარტყმა მიაყენა. აღარ არსებობს ბირთვული იარაღის მატარებელი ბომბდამშენები. ეს რუსეთის ტერტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დივერსიაა. წინასწარი მონაცემებით, ზარალი ორ მილიარდ დოლარზე მეტია.

სპეცოპერაციისთვის საჭირო ნივთები უკრაინის დაზვერვამ რუსეთში ნაწილ-ნაწილ შეიტანა – ჯერ დრონები, შემდეგ მოძრავი ხის კოტეჯები. სტრატეგიულ ობიექტებთან მოთავსებული სახლების სახურავები გადამწყვეტ მომენტში დისტანციურად გაიხსნა და დრონები რუსეთის აეროდრომების გასანადგურებლად გაფრინდნენ.

ოპერაციას პირადად აკონტროლებდა უკრაინის პრეზიდენტი.

სპეცოპერაცია კრემლში ტერორისტულ თავდასხმად შეაფასეს. შაბლონურ განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ იერიშებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სიახლეები

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...

არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს...

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას – საელჩოს განცხადება

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის...