მთავარისიახლეებისაზოგადოებასტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციის შეხვედრა დაიწყო

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციის შეხვედრა დაიწყო

Published on

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციის შეხვედრა დაიწყო.

მხარეები ჩიგარანის სასახლეში მივიდნენ. რუსული დელეგაციის წევრებს პიჯაკები აცვკიათ, უკრაინელები კი სამხედრო ფორმებით არიან წარმოდგენილები.

გუშინ, 1 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე პირობა დაასახელა, რომლებსაც უკრაინული მხარე რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებებზე დააყენებს.

ზელენსკის განცხადებით, ეს პირობებია:

სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა;
2.პატიმრების გათავისუფლება;
გატაცებული ბავშვების დაბრუნება.
დღეს მოლაპარაკებების II რაუნდია. რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები ერთმანეთს 2022 წლის შემდეგ პირველად 16 მაისს, სტამბოლში შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ მათ 1000-1000 ტყვე გაცვალეს.

შეხვედრა ტარდება უკრაინის მიერ რუსეთში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის მომდევნო დღეს.

1 ივნისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის 4 სამხედრო აეროდრომზე იერიში 117 დრონით მიიტანა. გავრცელებული ცნობებით, შედეგად დაზიანდა ან განადგურდა 40-ზე მეტი რუსული თვითმფრინავი, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენები Tu-95 და Tu-22M3, ასევე ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის საჰაერო ხომალდი А-50.

უკრაინის მხრიდან დელეგაციას თავდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსშია, სადაც „ბუქარესტის ცხრიანის” სამიტი მიმდინარეობს.„ბუქარესტის ცხრიანი“ რუმინეთისა და პოლონეთის ინიციატივით შეიქმნა 2015 წელს და მასში, ამ ორი ქვეყნის გარდა, შედიან ასევე ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი. ამ ქვეყნების ლიდერები 24-25 ივნისის NATO-ს სამიტის წინ პოზიციების კოორდინაციისთვის შეიკრიბნე.

ზელენსკიმ განცხადება რუსეთთან მოლაპარაკებებსა და სამხედრო ოპერაცია „აბლაბუდაზე” სწორედ ვილნიუსში გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „აბლაბუდამ” აჩვენა, რომ უკრაინას შეუძლია მგრძნობიარე დარტყმების მიყენება და ეს აძლიერებს არა მხოლოდ მის თავდაცვას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებასაც.

მან მადლიერება გამოხატა „იარაღის წარმოებაში ჩადებული ყველა ინვესტიციისთვის“ და თქვა, რომ რომ ევროპას და აშშ-ს ერთად „უკეთესი იარაღი აქვთ, ვიდრე რუსეთს“.

„ჩვენ ასევე ვიღებთ უფრო ძლიერი ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს, ეს ჩვენმა ოპერაცია „ობობას ქსელმა“ დაამტკიცა.

რუსეთმა უნდა იგრძნოს, რას ნიშნავს მისი დანაკარგები. სწორედ ეს უბიძგებს მას დიპლომატიისკენ“. – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ NATO-ს მომავალი რუსეთმა არ უნდა გადაწყვიტოს.

„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ რუსეთს არ აქვს ძალა, გავლენა მოახდინოს ალიანსსა და მის წევრებზე. ეს პრინციპი უცვლელი უნდა დარჩეს. ევროატლანტიკური უსაფრთხოება ევროატლანტიკური ქვეყნების საქმეა. პუტინმა გადაწყვიტა, ევროპის წინააღმდეგ იყოს, ამიტომ მან ჩვენი მომავლის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ეს ივნისში ნათლად უნდა ვაჩვენოთ, რადგან ევროპა საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა”. – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სიახლეები

პოლიტპატიმარი მზია ამაღლობელი საქართველოს სახეა… იმოქმედეთ! – ბექა ყორშიას გამოსვლა ევროპარლამენტში

საქართველო ციხედ გადაიქცა! - ამის შესახებ ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ყორშიამ გამოსვლის...

შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ოცნებას SIDA-ს დახმარება შეუწყდება- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, შვედეთის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) ქართულ...

უკრაინამ ყირიმის ხიდის საყრდენი ააფეთქა

წარმატებული წყალქვეშა ოპერაცია - გამთენიისას უკრაინამ ყირიმის ხიდის საყრდენი ააფეთქა. ოპერაცია რამდენიმე თვე მზადდებოდა. უკრაინის...

“პირველების” ოპერატორს “ხარებას” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ

თავდასხმის მცდელობა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე - ცოტა ხნის წინ, "პირველების" ოპერატორს, სერგი ბარამიძეს...