მთავარისიახლეებირა განადგურდა, რა ჩამოიწერება - როგორ ჩატარდა ოპერაცია “Паутина”

რა განადგურდა, რა ჩამოიწერება – როგორ ჩატარდა ოპერაცია “Паутина”

Published on

რა განადგურდა, რა ჩამოიწერება – როგორ ჩატარდა ოპერაცია “Паутина”

რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის წინ უკვე შემდგარი ფაქტი და მოცემულობაა, რომ უკრაინას ხელში უჭირავს რამდენიმე კოზირი მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნის უშიშროების სამსახურმა დაგეგმა და განახორციელა მსოფლიო ომების ისტორიაში სამხედრო ავიაციების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციებისგან გამორჩეული, უნიკალური და, შეიძლება ითქვას, უპრეცენდენტო ოპერაცია სახელწოდებით “Паутина” (აბლაბუდა, იგივე ობობას ქსელი), რომელიც უკრაინის მხრიდან 18 თვე იგეგმებოდა.

FPV დრონების რუსეთში შესატანად კონტეინერები გამოიყენეს, რომლებსაც დისტანციურად გაღებადი სახურავები ქონდა. ომების ისტორიაში მსგავსი ოპერაცია აქამდე არ ჩატარებულა.

შედეგი – განადგურებულია მინიმუმ 9 სტრატეგიული ბომბდამშენი და 1 ადრეული აღმოჩენის და მართვის თვითმფრინავი A-50. სავარაუდოდ რეალური ზიანი ბევრად მეტია, თუმცა, 40-ზე მეტი თვითმფრინავის დაზიანება არ დასტურდება.

დრონებით შეტევა განხორციელდა შემდეგ ლოკაციებზე:

1. მურმანსკის ოლქი – ავიაბაზა ოლენია, განადგურდა 4 ერთეული სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-95МС. 2. ირკუტსკის ოლქი – ავიაბაზა ბელაია, განადგურდა 4 ერთეული Ту-95МС და 2 ერთეული Ty-160. 3. მურმანსკის ოლქი – სევერომორსკის სამხედრო ნავსადგომი. დაფიქსირდა აფეთქებები. აქ განლაგებულია რუსეთის ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის ფლოტის ბირთვული წყალქვეშა ნავები და ათეულობით სხვადასხვა ხომალდი. 4. რიაზანის ოლქი – დიაგელოვოს სამხედრო აეროდრომი. სავარაუდოდ განადგურდა აქ მდგარი Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენები. 5. ივანოვსკი ოლქში – აეროდრომ სევერნიზე განადგურდა 1 ერთეული A-50 ДРЛО.

დრონების მართვა-გამიზვნისთვის შესაძლოა გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი ავტონომიური დამიზნების პროგრამული უზრუნველყოფა ან უფრო რეალურია, რომ მიზნამდე მიყვანა ხდებოდა ლაივ რეჟიმში ხელით, კონტეინერში არსებული მიმღებ-გადამცემის გავლით StarLink ის დახმარებით ბოლო ეტაპზე კი აშკარად ჩანს, რომ დრონი ზემოდან ეშვება თვითმფრინავზე ავტონომიური დამიზნების სისტემით.

რუსული სტრატეგიული ავიაციის განადგურება, უკრაინული ქალაქებისგან საფრთხის არიდების გარდა, მნიშვნელოვნად ასუსტებს ოკუპანტების ბირთვულ პოტენციალს. ТУ-95 და ТУ-160 ფრთოსანი ბირთვული რაკეტების გამშვები ძირითადი პლატფორმებია, А-50 კი შორი რადიოსალოკაციო გამოვლენის თვითმფრინავი, რუსული არმიის თვალები და ყურები, რომლითაც საჰაერო ოპერაციების კოორდინაცია და მართვა ხორციელდება. საბჭოთა წარმოების ამ თვითმფრინავების აღდგენა და შეკეთება თანამედროვე რუსეთის პირობებში შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ “ობობის ქსელი” სამხედრო ავიაციის დღეს დაემთხვა, რომელიც რუსეთში 1 ივნისს აღინიშნება. ამის გარდა, ეს უკრაინის მიერ ძალის დემონსტრირებაა სტამბულში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ.

აღსანიშნავია ასევე, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, ოპერაციის ყველა მონაწილე უკვე სამშობლოშია და დაკავების საფრთხე არ ემუქრება. ყველა ინფორმაცია, რომელსაც ვითომდა დაკავების შესახებ რუსეთი გაავრცელებს, მხოლოდ ფეიკი იქნება.

ალფა სიხშირის მიერ გადამოწმებული, სხვადასხვა მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის FPV კამიკაძე დრონებით განხორციელებული თავდასხმებისას რუსეთის სტრატეგიული ავიაციის მთლიანი დანაკარგები- დოკუმენტირებული ფოტო- ვიდეო ფაქტების თანახმად, შეადგენს:
▪️ მურმანსკის ოლქი, ოლენის ავიაბაზა:

4 Tu-95MS განადგურდა.
1 An-12-ის ტიპის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი.

ირკუტსკის ოლქი, ბელაიას ავიაბაზა:

3 Tu-95MS განადგურდა.
4 Tu-22M3 განადგურდა.
1 Tu-95MS მძიმედ დაზიანდა( ჩამოსაწერია).

სიახლეები

პოლიტპატიმარი მზია ამაღლობელი საქართველოს სახეა… იმოქმედეთ! – ბექა ყორშიას გამოსვლა ევროპარლამენტში

საქართველო ციხედ გადაიქცა! - ამის შესახებ ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ყორშიამ გამოსვლის...

შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ოცნებას SIDA-ს დახმარება შეუწყდება- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, შვედეთის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) ქართულ...

უკრაინამ ყირიმის ხიდის საყრდენი ააფეთქა

წარმატებული წყალქვეშა ოპერაცია - გამთენიისას უკრაინამ ყირიმის ხიდის საყრდენი ააფეთქა. ოპერაცია რამდენიმე თვე მზადდებოდა. უკრაინის...

“პირველების” ოპერატორს “ხარებას” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ

თავდასხმის მცდელობა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე - ცოტა ხნის წინ, "პირველების" ოპერატორს, სერგი ბარამიძეს...